Burials from Novdaraantkari village

Giorgi Gogoladze

Moambe,Georgian National Museum.Issue X (55-B), pp.27-42

Published: September 2022

Keywords: Early Medieval Period, Mtskheta, Funeral Rite


Abstract

The village of Navdaraantkari is located in Mtskheta municipality, on the northwestern slope of the Saguramo ridge (41˚53’57.9″ N, 44°48’32.9″ E). Several antique and early medieval archaeological sites have been confirmed in the area. An archaeological excavation at this site was initiated after a group of burials was discovered while preparing a foundation for a modern residential building. Of the nine burials found in the study area, three were stone cists and six were pit-graves. All remains were oriented approximately east–west, with slight deviations. Archaeological excavation of the cemetery revealed several groups of artifacts, including fibulae clasps, rings, pendants and earrings crafted out of silver, iron and bronze. Having examined the clusters of tombs and identified the artifacts, we can unequivocally categorize them amongst the tombs and burial mounds of the Late Antique and early medieval periods that are common in the region.

შესავალი

მცხეთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია გვიანანტიკური ხანის და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლებით. ამ მხრივ, საინტერესო ადგილს წარმოადგენს სოფელი ნავდარა-ანთკარი, რომელიც ქალაქ მცხეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში მდებარეობს. 2020 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანში (GPS – 41˚53′57.9″N. 44°48′32.9″E) გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა. შედეგად, ადრეული შუა საუკუნეების ექვსი ორმოსამარხის და სამი ქვაყუთის ტიპის სამარხი გამოვლინდა, რომელთა ნაწილი დაზიანებული იყო. ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის წარმოდგენით, სტატიის მიზანია გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ჩაერთოს სამეცნიერო მიმოქცევაში და განისაზღვროს მისი თარიღი. სტატიის პირველ ნაწილში მოცემულია სამარხების აღწერილობა, ხოლო მეორე ნაწილში განხილულია მოპოვებული არტეფაქტები და შედარებულია მცხეთის სხვა პარალელურ მასა-ლასთან.

Navdaraantkari Excavation area _________________Figure 1. Excavation area

Navdaraantkari Schematic plan ________________Figure 2. Schematic plan of the burials

სამარხთა აღწერილობა

სამაროვანზე დაფიქსირებული ყველა სამარხი კოლექტიური აღმოჩნდა, რომლებშიც მიცვალებულები ზურგზე, გაშოტილ მდგომარეობაში, თავით დასავლეთისკენ მიმართული დაუკრძალავთ.
სამარხი №1 , სამაროვნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობდა. (სურათი 4). ნავდარაანთკარის შესწავლილი ცხრა სამარხიდან, სამარხი №1 გამოირჩევა თავისი აგებულობით. იგი წამოადგენს ოთხი ნათალი ქვითა და კრამიტის იატაკით მოგებულ და-საკრძალავ კონსტრუქციას, რომელიც ნაწილობრივ დაზიანებული იყო. მას შემორჩენილი ჰქონდა დასავლეთ მხარე, რომელიც მოწყობილი იყო ვერტიკალურად აღმართული ქვის ფილებით. სამარხის შემორჩენილი ზომებია: 94x58x100 სმ. სამარხის იატაკი მოგებული იყო ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტით (კრამიტის ზომები: 38×30 სმ (სურათი 3). გაწმენდის შედეგად იატაკზე დაფიქსირდა ერთმანეთში ქაოტურად არეული ადამიანისა და ცხოველის ძვლები (სურათი 3.2). იატაკის დონეზე, დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ბრინჯაოს მშვილდსაკინძი (სურათი 3.4). ზოგადად, ამ ტიპის სამარხები ცნობილია ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის მცხეთიდან, მაგალითად, არმაზისხევის, ბაგი-ნეთისა და ფიქრისგორის სამაროვნებიდან. აღნიშნულ სამაროვნებზე დაფიქსირებულია ამავე ტიპის რამდენიმე ვარიანტი, როგორიცაა მასიური ქვით ნაგები სამარხები, რომელთა იატაკიც მოგებულია შედარებით მომცრო ზომის თიხის ფილებით (მაისურაშვილი და სხვ. 2018: 16; 18; აფაქიძე 1955: 98-99) ნავდარაანთკარის კრამიტის იატაკიანი სამარხის ანალოგი გვხვდება ფიქრისგორის №51 სამარხში (მაისურაშვილი და სხვ. 2018: 27; 182 ).
სამარხი №2 მდებარეობდა შესწავლილი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი ორმოსამარხის ტიპს წარმოადგენს (სურათი 4). მისი სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მხარე დაზიანებული იყო (სურათი 4.1). სამარხში დაფიქსირდა 3 ადამიანის ჩონჩხი. ზომებისა და ძვლის სტრუქტურის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სამივე ნეშტი მოზარდს ეკუთვნოდა. ორმოსამარხში აღმოჩნდა ლითონის რამდენიმე ნივთი. აქვე დაფიქსირდა ერთი დაუზიანებელი და რამდენიმე დაზიანებული ბრინჯაოს საკინძი (სურათი 4.4). ამავე სამარხში აღმოჩნდა ორი ფარაკიანი ბეჭედი. მათგან ერთი ბრინჯაოსი დაუზიანებელია, ხოლო მეორე რკინის ბეჭედი რამდენიმე ფრაგმენტად არის გატეხილი (სურათი 4. 3,5). სამარხის შემორჩენილი ზომებია:174×43 სმ.

Navdaraantkari burial 1 Figure 3. Burial №1. 1. View from south, before excavation; 2. Human and animal bones in the burial, view from south; 3 Excavated burial, view from east; 4. Fibula; 5. Ceramic tile used for the floor of the burial
___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 2 Figure 4. Burial №2. 1. Burial before excavation, view from south; 2. Excavated burial, view from south; 3. Finger ring; 4. Pendants (three items); 5. Fragmented finger ring

სამარხი №3 მოწყობილი იყო საკვლევი ტერიტორიის უკიდურეს დასავლეთ მხარეს. იგი ორმოსამარხის ტიპისაა (სურათი 5), რომლის აღმოსავლეთ მხარე დაზიანებული იყო. შემორჩენილ ნაწილში დაფიქსირდა ოთხი ინდივიდის ჩონჩხი, აქედან სამი ზრდასრული, რომლებიც ერთმანეთზე ნაწილობრივი გადაფარვითაა დაკრძალული. მეოთხე, მოზარდის ჩონჩხი მიხვეტილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მიცვალებულების ფეხებთან (სურათი 5.2). იქვე დაფიქსირდა ბრინჯაოს გულსაკიდი (სურათი 5.3). სამარხის შემორჩენილი ზომებია: 140×50 სმ. აღდგენა. სამარხეული ინვენტარის საფუძველზე, რომელიც ძირითადად სამკაულს მოიცავს, შესწავლილი სამარხთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. აღნიშნული სამკაულები ხუთ ძირითადად სახეობად იყოფა: მშვილდსაკინძი (ორი ერთეული), საკინძი (ხუთი ერთეული), ბეჭედი (ოთხი ერთეული), გულსაკიდი (ერთი ერთეული) და საყურე (ერთი ერთეული). ქვემოთ წარმოდგენილია თითოეული ამ ნივთის დეტალური აღწერილობა.სამარხი №4 მდებარეობდა №3 სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს (სურათი 6). იგი ორმოსამარხის ტიპისაა, რომელსაც აღმოსავლეთი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა (სურათი 6.1). ორმოსამარხში დაფიქსირდა თავის ქალისა და მხრის ძვლის მცირე ფრაგმენტები (სურათი 6.2). სამარხის შემორჩენილი ზომებია: 60×90 სმ. სამარხი უინვენტაროა.
სამარხი №5 მდებარეობდა საკვლევი ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში (სურათი 7). იგი ორმოსამარხის ტიპისაა, რომელიც დაზინებული აღმოჩნდა. მას შემორჩენილი ჰქონდა სამხრეთი გვერდის მცირე ნაწილი (სურათი 7.1). ორმოსამარხის კედლები შემოსაზღვრული იყო საშუალო და მცირე ზომის რიყის ქვების ერთი წყობით. სამარხი უინვენტაროა. დაფიქსირდა ადამიანის ძვლის რამდენიმე ფრაგმენტი (სურათი 7.2). ორმოსამარხის შემორჩენილი ზომებია: 179×35 სმ.
სამარხი №6 მდებარეობდა №5 სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს (სურათი 8). იგი ქვაყუთის ტიპის სამარხია. მისი კედლები ნაგები აღმოჩნდა ვერტიკალურად აღმართული ქვის მასიური ფილებით (სურათი 8.1) . სამარხში დაფიქსირდა ხუთი ინდივიდის ჩონჩხი, სამი ზრდასრულისა და ორი მოზარდის. ჩრდილოეთ ფილის ჩაქცევის შედეგად, გამოვლენილი ინდივიდების თავის ქალები დაზიანებული იყო (სურათი 8.2). სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დაფიქსირდა ბრინჯაოს ნივთი, სავარაუდოდ, საბეჭდავი (სურათი 8.3). სამარხის ზომებია: 178x60x58 სმ.
სამარხი №7 მდებარეობდა საკვლევი ტერიტორიის აღმოსავლეთ მხარეს (სურათი 9). იგი წარმოადგენს ქვაყუთის ტიპის სამარხს. მასში ფრაგმენტების სახით შემორჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, სამ ინდივიდს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც მიხვეტილი იყო აღმოსავლეთ ნაწილში (სურათი 9.1). სამარხის გაწმენდის დროს აღმოჩნდა რამდენიმე არტეფაქტი: ბრინჯაოს მშვილდსაკინძი (სურათი 9.2), ვერცხლის საყურე (სურათი 9.3) და ბეჭედი (სურათი 9.4). სამარხის ზომებია: 180x92x46 სმ.
სამარხი №8 მდებარეობდა სამაროვნის ჩრდილოეთ მხარეს. იგი ორმოსამარხის ტიპისაა (სურათი 10). მას შემორჩენილი ჰქონდა ქვის საფარველი, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეული ზემოქმედების შედეგად სამარხის შიდა სივრცეში ჩაიშალა (სურათი 10.1). გაწმენდის შედეგად დაფიქსირდა ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკრძალული ორი ინდივიდი. სამარხს რამდენიმე ქვის ფილა და დასავლეთით მასიური რიყის ლოდი ჰქონდა დაფარებული. გაწმენდის შედეგად, ორმოში დაფიქსირდა ალიზით წრიულად შემოლესილი კედლები (სურათი 10.2). სამარხი უინვენტაროა. მისი ზომებია: 178x48x45 სმ.

Navdaraantkari burial 3 Figure 5. Burial №3. 1. Burial before excavation, view from south; 2. Excavated burial, view from south; 3. Pendant (possible) ___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 4 Figure 6. Burial №4. 1. Buriual before excavation, view from west; 2. Excavated burial, view from north ___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 5 Figure 7. Burial №5. 1. Burial before excavation, view from north; 2. Excacated burial, view from south ___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 6
Figure 8. Burial №6, 1. Burial before excavation, view from north; 2. Excavated burial, view from south; 3. Finger ring-stamp; 4. Image depicted on the finger ring-stamp
___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 7 Figure 9. Burial №7. 1 Excavated burial, view from north; 2. Fibula; 3. Silver earring; 4. Finger ring ___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 8 Figure 10. Burial №8, 1. Burial before excavation, view from north; 2. Excavated burial, view from south ___________________________________________________________________________________

Navdaraantkari burial 9 Figure 11. Burial №9. 1. Burial before excavation, view from north; 2. Excavated burial, view from north; 3-4. Fragmented two metal object; 5. A fragment of fibula

სამარხი №9 დაფიქსირდა გათხრილი ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში (სურათი 11). იგი ორმოსამარხის ტიპისაა, დაზიანებულია სამხრეთი მხრიდან, თუმცა ნაწილობრივ შემორჩენილი აქვს საფარველი ქვის ფილა (სურათი 11.1). სამარხში დაფიქსირდა სამი ინდივიდი (სურათი 11.2). გაწმენდის შედეგად აღმოჩნდა ლითონის რამდენიმე არტეფაქტი: საკინძის ფრაგმენტი (სურათი 11.4) და ბრინჯაოს (გაურკვეველი) ნივთი (სურათი 11.2,3). სამარხის შემორჩენილი ზომებია: 165x55x35სმ. სამაროვნის ტერიტორიაზე გამოვლენილი ორმოსამარხის და ქვაყუთის ტიპის სამარხები ფართოდ არის გავრცელებული ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე, ანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის სამაროვნებზე. ნავდარაანთკარის სამარხთა უმრავლესობა, მიცვალებულთა ძვლების არეული განლაგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, წარსულ დროშივე უნდა იყოს გაძარცვული. ამ გარემოების გამო რთულია სამარხებში გამოვლენილი მიცვალებულების თავდაპირველი დაკრძალვის წესის სრული აღდგენა. სამარხეული ინვენტარის საფუძველზე, რომელიც ძირითადად სამკაულს მოიცავს, შესწავლილი სამარხთა ჯგუფი, სავარაუდოდ, ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. აღნიშნული სამკაულები ხუთ ძირითადად სახეობად იყოფა: მშვილდსაკინძი (ორი ერთეული), საკინძი (ხუთი ერთეული), ბეჭედი (ოთხი ერთეული), გულსაკიდი (ერთი ერთეული) და საყურე (ერთი ერთეული). ქვემოთ წარმოდგენილია თითოეული ამ ნივთის დეტალური აღწერილობა.

მშვილდსაკინძები

ბრინჯაოს მშვილდასკინძი ბრტყელგანივკვეთიანი და თანაბრადმორკალულია, თავისკენ განიერი ტანით. ნაწილობრივ დაზიანებულია, აკლია შესაკრავი ენა (სურათი 3.4). აღმოჩნდა №1 სამარხში. ამ ტიპის მშვილდსაკინძი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. მას ანალოგები ეძებნება სამთავროს №71 სამარხში და ფიქრისგორის სამარხეულ მასალებში (მანჯგალაძე 1985: 45-46 ; მაისურაშვილი და სხვ. 2018: 70 ). ყველა მათგანი ახ.წ. IV საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება (აფხაზავა 1978:20-23 ). რკინის მშვილდსაკინძი ბუდეაბმული, მრგვალტანიანი, ორწილადი, თანაბრად მოხრილი მშვილდით. შემორჩენილი აქვს შესაკრავი ენა (სურათი 9.2). აღმოჩნდა №7 სამარხში. მსგავსი ტიპის მშვილდსაკინძები გავრცელებულია ახ.წ. IV ს. მეორე ნახევრიდან VI საუკუნის ჩათვლით (აფხაზავა 1978: 12-13 ). პარალელები ეძებნება სამთავროზე, ურბნისში და ფიქრისგორაზე (მანჯგალაძე 1985:45-46 ; მაისურაშვილი და სხვ. 2018: 70).

საკინძები

ბრინჯაოს მთლიანადსხმული საკინძები, წაწვეტებული ბოლოთი და ოვალისებრი თავით. ნავდარაანკარში ამ ტიპის სულ ხუთი საკინძი დაფიქსირდა. ოთხი მათგანი №2 ორმოსამარხში მიცვალებულის თავთან აღმოჩნდა, საიდანაც სრული სახით შემორჩენილია მხოლოდ ორი (სურათი 4.4). მეხუთე საკინძი №9 სამარხშია გამოვლენილი, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაგმენტით არის წამოდგენილი (სურათი 11.5). მსგავსი ტიპის საკინძები მრავლადაა გამოვლენილი როგორც მცხეთაში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა სამაროვნებზე და თარიღდება ახ.წ. IV-V საუკუნეებით (აფხაზავა 1979: ტაბ. 9).

ბეჭდები

ნავდარაანკარის შესწავლილ სამარხებში გამოვლინდა ბრინჯაოს და რკინის ოთხი ბეჭედი. №2 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბეჭედი ფარაკიანია, წვრილი ოვალურგანივკვეთიანი სათითე რგოლით. ფარაკზე, კიდეებთან ამოკვეთილია ჯვრების გამოსახულება (სურათი 4.3). №6 სამარხში დაფიქსირებული საბეჭდავი ან ბეჭედი (სურათი 8.3). ოვალურგანივკვეთიანია, სფერული ფორმის და საკმაოდ მასიური ზომის ფარაკითაა წარმოდგენილი. ფარაკზე ჩანს ნაჭდევი გამოსახულებები (სურათი 8.4). გაძარცვის შედეგად სამარხი დაზიანებული იყო. შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა თავდაპირველად სხეულის რა ნაწილზე იყო და რამდენად წარმოადგენს ბეჭედს. სათითე რგოლის მცირე ზომიდან გამომდინარე, ძნელია მისთვის ბეჭდის ფუნქციის მიკუთვნება. სავარაუდოდ, იგი ინტალიოს ტიპის საბეჭდავს წარმოადგენდა, რომლის ანალოგებიც დაფიქსირებულია არმაზისხევში №16, №17 და № 83 სამარხებში (საველე №297; 1076) (ლორთქიფანიძე 1958: 81,91). რაც შეეხება საბეჭდავზე გამოსახულ ორნამენტს, ის ზუსტად იმეორებს არმაზისხევში 1941 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს №17 სამარხში (საველე № 144) აღმოჩენილი ბეჭდის ფარაკზე დატანილ გამოსახულებას და წარმოადგენს სასანურ მონოგრამას (ლორთქიფანიძე 1958: 92-93). ნახევარმთვარის მოყვანილობის ორმაგი რკალი ორი შვეული ღარით უერთდება ინტალიოს კიდესთან ამოჭრილ ორ ჰორიზონტულ ხაზს. გამოსახულება შუაში ორმაგი მოგრძო ჰორიზონტალური ხაზით არის გადაკვეთილი, რომლის ერთი ბოლო სქემატურად გამოხატული ფრთით, ხოლო მეორე ორი შვეული მოკლე ხაზით ბოლოვდება (ლორთქიფანიძე 1958: 92-93 ). №7 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბეჭედი წარმოდგენილია ფუყე სათითე რგოლით და ნაწილობრივ დაზიანებულია (სურათი 9.4).

გულსაკიდი

№3 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს გულსაკიდი ფუყეგულიანია. მას თავზე მიმაგრებული აქვს საკიდი ყუნწი (სურათი 5.3). შემორჩენილ ნახევარსფეროს გულში ჩანს ხის ნაშთი. ანალოგიური ბრინჯაოს გულსაკიდი აღმოჩენილია ფიქრისგორის №47 სამარხში (მაისურაშვილი და სხვ. 2018:26 ), ხოლო ვერცხლის, მსგავსი ტიპის გულსაკიდი დაფიქსირებულია პეტრა-ციხისძირში აღმოჩენილ ვერცხლის მონეტების განძთან ერთად (მინდორაშვილი 2021: 31-32 ). ფიქრისგორის და პეტრა-ციხისძირის აღნიშნული გულსაკიდები ახ.წ. V-VI სს-ით თარიღდება.

საყურე

ვერცხლის საყურე აღმოჩნდა №7 ქვაყუთის ტიპის სამარხში (სურათი 9.3). იგი ოვალური, შუაში შესქელებულტანიანი, რგოლისებრად მორკალული თავგახსნილი საყურეა. მსგავსი ტიპის ვერცხლის საყურეები დაფიქსირებულია მცხეთისგორის №1 სამარხში, № 542, 564, 591 სამარხებში და ახ.წ. III-IV ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (მანჯგალაძე 1985: 90-93 ; ნიკოლაიშვილი 1985: 132).

დასკვნა

სოფელ ნავდარაანთკარში შესწავლილი სამარხთა ჯგუფი, სამარხის აგებულებისა და აღმოჩნილი არტეფაქტების მიხედვით, შეგვიძლია გვიანანტიკურ და ადრეული შუა საუკუნეების ფართოდ გავრცელებულ სამარხთა ტიპს მივაკუთვნოთ. შესწავლილი სამარხეული ინვენტარი დამახასიათებელია გვიანრომაულ – ადრეული შუა საუკუნეების მცხეთისა და ქართლის სამეფოს მატერიალური კულტურისათვის. იმის გამო, რომ კვლევა ეფუძნებოდა გადარჩენითი ტიპის არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელიც ჩატარდა უკვე დაზიანებულ სამაროვანზე, ვერ მოხერხდა ფენებისა და სამარხთა პირვანდელი სტრუქტურის სათანადოდ დაფიქსირება. თუმცა, იმის დაბეჯითებით თქმა შეიძლება, რომ შესწავლილი სამარხები წარმოადგენენ იმ სამაროვნის მცირე ჯგუფს, რომელიც სოფლის ფერდობზე უნდა იყოს განფენილი. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი ნავდარაანთკარი აქტიური განაშენიანების ადგილს წარმოადგენს, აუცილებელია შესწავლილი სამარხების მიმდებარე ტერიტორიის მკაცრი არქეოლოგიური მონიტორინგი.

ლიტერატურა:


აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე, გ., 1955. “მცხეთა”, არქეოლოგიური კვლეევა-ძიების შედეგები. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით. ტ. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

აფხაზავა, ნ., 1979. ადრეული შუასაუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს ნივთიერი კულტურა, არქეოლოგიური ქრონოლოგიის საკითხები სამკაულის მიხედვით. თბილისი: მეცნიერება.

ლორთქიფანიძე, მ., 1958 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები II. არმაზისხევსა და ბაგინეთზე აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.

მაისურაშვილი ნ., დიღმელაშვილი, ქ., მშვილდაძე, მ., წოწელია, მ., კობერიძე, კ. ჯანაშვილი,ნ., ჩადუნელი, ნ. 2018. ფიქრისგორის სამაროვანი. თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

მანჯგალაძე, გ., 1985. „სამთავროს სამაროვნის გვიანანტიკური ხანის სამარხები“, ანდრია აფაქიძე (რედაქტორი) მცხეთა, ტომი VII. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.

მინდორაშვილი, დ., 2021. არქეოლოგიური გათხრები პეტრა-ციხისძირში. ბათუმი: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

ნიკოლაიშვილი ვ., გიუნაშვილი გ., ღლონტი ნ., 1985. „მცხეთისგორის სამაროვანი“, ანდრია აფაქიძე (რედაქტორი) მცხეთა, ტომი VII. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.