The role of the hand in the context of the history of societal development

Guram Chikovani

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 16-26

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024

Keywords: Hand, Cave, Khrami gorge, Khvamli


Abstract

Since the early Paleolithic, the human hand has played a vital role in survival – used for tool-making, food acquisition, and defense. As ealy humans adapted to changing climates, the development of society closely followed the evolution of manual skills and cognitive growth. From the Upper Paleolithic (ca. 45,000-40,000 years ago), archaeological finds and cave art reveal distinctions in the use of the right and left hands. The symbolic significance of the hand became more prominent with the rise of early civilizations in the 4th millennium BCE, seen in monumental art, pyramid reliefs, clay vessels, and religious rituals. Depictions of hands continued across cultures – in biblical texts, nomadic burials, and sacred practices – highlighting their enduring importance. Even today, despite technological advances, the hand remains central to human expression and interaction.

***

სურათი 1. ელგუჯა გოგაძე 1924-2003 წელი
სურათი 1. ელგუჯა გოგაძე 1924-2003 წელი
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ელგუჯა გოგაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების კვლევის საქმეში. იგი 1948 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, იკვლევდა ბრინჯაოს და ადრერკინის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს, იყო ნოსირი-მუხურჩის აქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 1974-1990 წლებში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა სენაკის და მარტვილის რაიონებში. გათხარა და შეისწავლა ნოსირის ნამოსახლარი, მუხურჩის სამაროვანი, სამოსახლო ბორცვები „კეკელური ზუგა“ და „ნაჭვის ზუგა“, შეისწავლა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ოჩხომურში აღმოჩენილი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური ბრინჯაოს ნაკეთობების განძი (140-მდე ნივთი). მან მრავალმხრივი გახადა და გააფართოვა ძველი კოლხური კულტურის კვლევის სფერო, მოახდინა კოლხეთის არქეოლოგიური ძეგლების ინტერპრეტაცია. მოპოვებული მასალის პარალელურ ძეგლებთან შედარება – შეპირისპირების და ზოგიერთი ადრე გამოთქმული ვარაუდის კორექტირების საფუძველზე გამოავლინა და განაზოგადა კოლხური კულტურის ცალკეული თავისებურებები. ჩატარებული სამუშაოების შედეგები გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომებში და სტატიებში. ელგუჯა გოგაძემ დეტალურად შეისწავლა ბორის კუფტინის მიერ 1936-1940, 1947 წლებში თრიალეთში გათხრილი ადრე და შუაბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების კომპლექსები და მოგვცა რიგი ახალი, დაზუსტებული თარიღები, დაადგინა თრიალეთის კულტურის ძირითადი ელემენტების გენეტიკური კავშირი წინამორბედ მტკვარ-არაქსის კულტურასთან, გამოავლინა თრიალეთის ინტენსიური კულტურული კავშირები გარე სამყაროსთან. მისი ნაშრომები: კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი და სხვა დღესაც აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ელგუჯა გოგაძე, თენგო მეშველიანი, დავით თუშაბრამიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ერეკლე ქორიძე, გურამ ნემსაძე, გაიოზ ჯავახიშვილი
სურათი 2. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
მარცხნიდან მარჯვნივ: ელგუჯა გოგაძე, თენგო მეშველიანი, დავით თუშაბრამიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ერეკლე ქორიძე, გურამ ნემსაძე, გაიოზ ჯავახიშვილი.(ფოტო მოგვაწოდა მიხეილ აბრამიშვილმა)

ქვემოთ წარმოგიდგენილია ელგუჯა გოგაძეს მიერ დასავლეთ საქართველოში შესწავლილი არქელოგიური ძეგლების მოკლე აღწერილობას.

ნოსირის ნამოსახლარი

ნოსირის ნამოსახლარი მდებარეობს სენაკის რაიონში, მდ. ტეხურას მარცხენა ნაპირზე, სოფ. მესამე ნოსირის ჩრდილოეთით. ნამოსახლარი დაზიანებული იყო მდ. ტეხურის მიერ. მისი ფართობი დაახლოებით 2000 მეტრს შეადგენდა, სიმაღლე 1,7-1,8 მეტრს. ნამოსახლარი მრავალფენიანი იყო, გამოვლინდა ოთხი კულტურული ფენა და ცალკეული სამშენებლო შრეები (იატაკები და სხვა). I ძირა (ქვედა) ფენა წარმოადგენდა შავი თიხის პლასტს, რომელზეც შეიმჩნეოდა ნაცრის, ნახშირის თხელი ფენები. შუა ნაწილში გარდიგარდმო დალაგებული იყო ოთკუთხა წყობის ძელები, რომლებზეც ზევიდან წყვილ-წყვილად ეწყო უფრო სქელი ძელები O-W დამხრობით. ოთხკუთხა საძირკველის ფართობი 38-40 კვ.მ-ს შეადგენდა. ძელებს შორის სივრცე შევსებული იყო თიხით (ქორიძე, გოგაძე 1971: 31). ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდი თიხაზვინული და ჯარგვალისებური წყობის ნაგებობა I კულტურული ფენის თავდაპირველ დასახლებას ეკუთვნოდა. აღმოჩნდა: ძვლის და კაჟის იარაღები (სანაყები, საპრიალებლები, სადგისები), ქვის ხელსაფქვავები, ქვის ცულ-წერაქვის ფრაგმენტი ამოღარული ნახვრეტით, კერამიკის ნატეხები, რქის იარაღები, ვაზის, წაბლის, თხილის ნაშთები, მარცვლეულის ნარჩენები, საქონლის ძვლები და სხვა. კერამიკული ნაწარმის ნაწილი უხეში თიხისაგან, ხელით ტლანქად იყო ნაკეთები, ნაწილი კი კარგად დამუშავებული, გაპრიალებული და ორნამენტირებული იყო (ქორიძე, გოგაძე 1971: 32). თიხის ჭურჭელში უმეტესად გამოირჩეოდა შავად ან ყავისფრად გამომწვარი, იშვიათად მოწითალო პატარა და საშუალო ზომის ქოთნები, კოჭობები, ტოლჩები, ქილები ბადიები, ერთეული დიდი ზომის ჭურჭელი. ორნამენტი ღარისებური, სავარცხლისებური დანაჭდე-ვები, ფოსოები, შვერილები და სხვა (ქორიძე, გოგაძე 1971: 33). ამ ფენის კერამიკა ფორმების და შესრულების ტექნიკის ყველაზე უფრო არქაული ნიშნებით ხასიათდებოდა, რაც პირ-მოყრილი, ნახევარსფერული და მომრგვალო ჭურჭლის, ან ოდნავ პირგაშლილი, ასევე მომცრო მინიატურული ჭურჭლის დამზადებაში გამოიხატებოდა (გოგაძე 1982: 51). კე-რამიკა კარგად იყო გამომწვარი და ჰქონდა მკვრივი მინერალურ მინარევებიანი კეცი. ეს ფენა მიეკუვნებოდა ძვ.წ. მე-18-16 ან
ნოსირი გოგაძე კოლხეთი
სურათი 3. ნოსირის ნამოსახლარი
ნოსირის ნამოსახლარი
სურათი 4. ნოსირის ნამოსახლარი. N1 კულტურული ფენის კერამიკა.
ნოსირის ნამოსახლარი
სურათი 5. ნოსირის ნამოსახლარი. N2 კულტურული ფენის კერამიკა და სპილენძის სადგისი
ნოსირის ნამოსახლარი
სურათი 6. ნოსირის ნამოსახლარი. N4 კულტურული ფენის კერამიკა
ძვ.წ. მე-19-17 საუკუნეებს. II ფენა ბორცვის წვერიდან 2,6 მეტრ სიღრმეზე მდებარებდა, მისი სიმძლავრე 0,7 მეტრი იყო და უშუალოდ იდო I ფენაზე. შეიმჩნეოდა სხვადასხვა სისქის ნახანძრალი შრეების ნაშთები – გადამწვარი ბათქაშები და ნახშირის ფენები. გამოვლენილი თიხაზვინული, ძელების ოთხკუთხა ნაგებობას ეყრდნობოდა, რომელიც წარმოადგენდა უჯრისებურ ოთხკუთხედისაგან შედგენილ სისტემას. დაფიქსირდა თიხატკეპნილი იატაკი და 0,2-0,3 მეტრის სისქის მოყვითალო თიხის შრე. თიხატკეპნილი იატაკის და თიხით მოგებული მონაკვეთების ზოგიერთ ადგილებში შეიმჩნეოდა მომცრო მრგვალი ორმოები. აღმოჩნდა მილაკიანი ჭურჭელი, ნაძვისებურჭდეებიანი, სავარცხლის კბილისებური ტვიფ-რული ორნამენტით შემკული კერამიკა, ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. თიხის ჭურჭელი ფორმით და ორნამენტით მსგავსებას პოულობდა ძირა ფენის კერამიკულ მასალას, მეორდებოდა დეტალები, თუმცა იყო ცვლილებებიც. გაჩნდა ახალ ფორმები – პირგადაშლილი ჭურჭელი, ფრინველის მკერდისებრი და შვერილიანი ყურები. ხშირი იყო ღია ფერის კერამიკა, უფრო მეტი იყო დიდი ზომის ჭურჭელი, აღმოჩნდა ქვის თოხი. II ფენა დათარიღდა ძვ.წ. მე-15-14 ან ძვ.წ. მე-16-15 საუკუნეებით.
III კულტურული ფენის სიმძლავრე ბორცვის შუა ნაწილში 1-1,3 მ აღწევდა. ის მოყავისფრო ან მოყვითალო თიხანარევი იყო, რომელიც ზოგან ნახანძრალ შრეებს შეიცავდა (ნახშირნარევი წითელი ბათქაში). სხვადასხვა დონეზე შეიმჩნეოდა ცალკეული მცირე მონაკვეთები, თიხატკეპნილი იატაკით. აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკა, ასევე საოჯახო დანიშნლების ქვის ნივთები, ბრინჯაოს ბრტყელი ცული, საჭრეთელი, პატარა სატევრის ფრაგმენტი, სპილენძის ღერო, ყალიბის საგდული, ცხოველის ძვლები, ბადისებური ჭურჭელი, მაღალტანიანი ტოლჩები, ქოთნები და სხვა. წითლად და ყავისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი იმეორებდა მეორე ფენის თიხის ჭურჭლის ფორმებს და შემკულობას, შესაძლოა წარმოადგენდა მათ შემდგომ სახეცვლილებას. ზოგიერთ ახალი ფორმის მომცრო ჭურჭელს ეტყობოდა სამეთუნეო ჩარხის კვალი. ახალი ფორმების, ფორმათა დეტალების და ორნამენტული სახეების გაჩენის მიუხედავად, მეორე და მესამე ფენის კერამიკულ ნაწარმში, მეტნაკლებად შეცვლილი სახით მაინც შეიმჩნეოდა ტრადიციების განგრძობა, რაც ადგილობრივი კერამიკული წარმოების ევოლუციას ასახავდა და განვითარების საერთო ხაზზე მიანიშნებდა (გოგაძე 1971: 46; გოგაძე 1982: 53). მესამე ფენა დათარიღდა ძვ.წ. მე-13-12 ან ძვ.წ. მე-13-12 საუკუნეები.
ბორცვის განაპირა ადგილებში N და W ნაწილში დაფიქსირდა IV (პერიფერიული) კულტურული ფენა. გამოიყოფოდა ყვითელი და მოშავო ნაყარი მიწის ურთიერთმონაცვლე შრეები, რომელიც შეესატყვისებოდა სხვადასხვა სამშენებლო პერიოდებს. სათავსები ნაგები იყო ძელებით (ჯარგვლისებური წყობის კედლები) ან წნულებით (ფაცხის ტიპის). შენობები განლაგებული იყო ტერასულად, თიხაზვნულის საფუძველზე. აღმოჩენილი იქნა სქლად გათლილი და თხელი (ყავრის მსგავსი) ფიცრები. აღმოჩნდა შავპრიალა და წითელკეციანი დიდი ჭურჭელი ფართო შვეული კანელურებით, სხვადასხვა ჭურჭელი ზოომორფული ყურებით, მაღალფეხიანი ჭურჭელი (მომრგვალოტანიანი, მომცრო და მოზრდილი ჭურჭელი, ვიწროძირიანი ტოლჩები, ლანგრის ფრაგმენტები), თიხის ორნამენტირებული კვირისტავი, ცხოველის თიხის ქანდაკების ფრაგმენტი (ქორიძე, გოგაძე 1974: 64-65). უფრო ხშირი იყო ჩარხზე დამზადებული ჭურჭელი (გოგაძე 1982: 7). ეს ფენა ბრინჯაოდან ადრეულ რკინაზე გარდამავალ პერიოდს, ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისს მიეკუთვნებოდა. ნამოსახლარის პირველი და მეორე ფენის კერამიკაში მიუხედავად თანდათანობითი ცვლილებისა და ნაწილობრივ გარეგნული თვისების გაქრობისა შეიმჩნეოდა საერთო იერი. მეოთხე ფენაში მცირედი ცვლილებები კი მიანიშნებდა, რომ მესამე და მეოთხე ფენებს შორის არსებობდა გარკვეული ქრონოლოგიური წყვეტილი (გოგაძე 1982: 57). ე.ი. ნოსირის ნამოსახლარი წარმოადგენდა ძველი სხვადასხვა კულტურული ფენების ერთობლიობას. ის მიეკუთვნებოდა სოფლის ტიპის დასახლებას, რომლის მოსახლეობა ეკუთვნოდა მიწათმოქმედ საზოგადოებას, სადაც განვითარებული იყო მესაქონლეობა და ხელოსნობის დარგები. ნამოსახლარი მსგავსი იყო კოლხეთის დაბლობის გორასამარხების ტიპის ძეგლებისა (დიხა გუძუბა, ნაოხვამუ და სხვა).

კეკელური ზუგა

ბორცვის კეკელური ზუგა გათხრები მიმდინარეობდა 1974-1980 წლებში. ნამოსახლარი მდებარეობდა მდ. აბაშის მარცხენა ნაპირზე, სოფ. მუხურჩის N-W. მისი საერთო ფართობი 1200 კვ.მ იყო, სიმაღლე 3 მ. ბორცვის N და S ნაწილებში 10 მ სიგრძის, 2 მ სიგანის და 1 მ სიღრმის თხრილი გაივლო. აღმოჩნდა წითელი ბათქაშის მძლავრი ფენა, ნახშირის ნაშთები, კერამიკის ნატეხები, ქვის და ძვლის სხვადასხვა ნივთები. გამოვლინდა ოთხი კულტურული ფენა რომელთა ქვეშ ნაზვინი თიხნარის ამდენივე შრე იყო. ყველა კულტურულ ფენაზე შეიმჩნეოდა ხანძრის კვალი (გოგაძე 1982: 30-31). ზედა ფენა შეიცავდა წითელი ბათქაშის (0,5მ სისქის) გროვებს, ნახშირს, დამწვარი ძვლების და კერამიკის ნატეხებს. აღმოჩნდა მოყავისფრო პირგადაშლილი და ღარებიანი ქილისებური ფორმის, ასევე შავპრიალა და კანელურებიანი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ქვის ხელსაფქვავები „კვერის საცხობი“, მრგვალი სანაყები, ყალიბები, ბათქაშის ფრაგმენტები, საქონლის ძვლები, ბრტყელი რიყის ქვები, ქვისა და ძვლის სხვადასხვა ნივთები (გოგაძე 1982: 25-33, 57). ნამოსახლარი სინქრონული იყო ნოსირის ნამოსახლარის II-III ფენების და მიეკუთვნებოდა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებს და მეორე ნახევარს (შუა ბრინჯაოს ხანის დასასრული გვიანბრინჯაოს ხანა), ძვ.წ მე-15 – 12 საუკუნეები (გოგაძე 1982: 29, 67).

ნაჭვის ზუგა

სამოსახლო ბორცვი ნაჭვის ზუგა (კოჩას ზუგა) მდებარეობდა სოფ. მუხურჩის დასავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა მხარეს. ნამოსახლარზე გათხრები წარმოებდა 1981 წლიდან. ბორცვი წარმოადგენდა თიხის ხელოვნური დაზვინვით და სამოსახლოს ნაშთების დაფენებით წარმოქმნილ შემაღლებას. მისი ფართობი 1500 კვ.მ-ს შეადგენდა, დიამეტრი 40 მ-ს, სიმაღლე 4,5-5 მ-ს. გაივლო ოთხი ტრანშეა, გაირკვა ბორცვის სტრუქტურა და სტრატიგრაფია. ნამოსახლარი ერთფენიანი იყო, ძლიერ ნახანძრალი (გოგაძე 1982: 35). კულტურულ ფენაში დაფიქსირდა მთლიანი ძელური, თიხალესილი გადამწვარი ნაგებობების ნაშთები, რომლებიც შეიცავდნენ წითელი ბათქაშის და ნახშირის შრეებს. ძირი ნახევრად მიწურისებურ ჩაღრმავებას წარმოადგენდა, რომელსაც შუა ნაწილი სწორი ჰქონდა. აღმოჩნდა: შავპრიალა და კანელურებიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ყალიბები, ხელსაფქვავის ქვები, ქვასანაყები, ქვაკეცები, კაჟის და ობსიდიანის იარაღები, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები და სხვა (გოგაძე 1982: 36). ნამოსახლარი ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით და მეორე ნახევრით დათარიღდა.

მუხურჩის სამაროვანი

მუხურჩის სამაროვანი მუხურჩის სამაროვანი მდებარეობდა სოფ. მუხურჩიდან 1 კმ-ის დაშორებით, მდ. აბაშის მარჯვენა ნაპირზე. სამაროვანი დაზიანებული იყო მიწის სამუშაოების შედეგად. გაითხარა ტერასულად განლაგებული ორი ზედა და ქვედა დასაკრძალავი მოედანი, შესაბამისად გამოვლინდა ორი კომპლექსური ჯგუფი ადრეული და მოგვიანო. ტერიტორიულად გამიჯნულ ამ კოლექტიურ ორმოსამარხებში დადასტურდა კრემაციული და მეორადი დაკრძალვის წესი. ქვედა მოედანზე აღმოჩნდა მრავალხაზოვანი ტალღურ ორნამენტიანი მოყავისფრო ჭურჭლის ფარგმენტები, ჰორიზონტალურ სახელურიანი და მცირე კანელურებიანი ჭურჭელი. მოგვიანო კომპლექსში აღმოჩნდა ძაბრისებურპირიანი, მარყუჟისებურყურიანი, მხარდაღარული ტოლჩები და ქოთან-კოჭობები, პირგადმოკეცილი მოზრდილი ჭურჭელი, ვიწროძირიანი სასმისები, ყუამილიანი ხელადები და სხვა (გოგაძე და სხვ. 1977: 60-68). სამაროვანი მრავლად შეიცავდა ლითონის და სხვა მასალისგან ნაკეთებ ნივთებს: ბრინჯაოს კოლხურ ცულებს, სატევრებს წვრილნახვრეტიანი სამკუთხა სატარით, თოხებს, სეგმენტურ იარაღს, ფიბულებს, ზარაკებს, ყუნწიან ისრისპირებს, მავთულოვან და ფირფიტოვან სამაჯურებს, ბალთებს, პინცეტებს, საკინძის ჯვრისებურ თავს, რიყის ქვის სალესებს, რკინის თოხებს, დანებს, ვერცხლის ბეჭდებს, სარდიონის გიშრის, ქარვის და ფერადი მინის მძივებს, ბრიჯაოს ქანდაკებებს (ხარის, თევზის, მამაკაცის) (გოგაძე 1977: 61). ეს სამარხეული ინვენტარი ამ ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მყარ საფუძველს წარმოადგენდა. ზედა ტერასაზე აღმოჩენილი სატევრები იმეორებდნენ ბრინჯაოს მსგავსი იარაღის ფორმებს. ბრინჯაოს სეგმენტური იარაღი ჩანაცვლებული იყო რკინის თოხებით და დანებით, რომლებიც თითქმის არ იყო ქვედა ტერასაზე, რაც ამ ორი ჯგუფის ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე მიუთითებდა. სამაროვნის ორი კერამიკული ჯგუფი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. გვიანი ჯგუფი მჭიდროდ უკავშირდებოდა ადრეანტიკური ხანის კერამიკას რომელიც ძვ.წ. მე-6–5 საუკუნეებით თარიღდება. ადრეული ჯგუფის კერამიკა – შავთიხიანი ჭურჭელი, ხშირად შვეული კანელურებით უახლოვდებოდა ნოსირის IV ფენას და მდ. ტეხურას პირა ძირა ფენის კერამიკას. მასალის შეპირისპიების საფუძველზე დადასტურდა, რომ ზედა ტერასის სამარხები უფრო მოგვიანო იყო. სამაროვანი ძვ.წ. მე-8–7 საუკუნეებით და ძვ.წ. მე-7–5 საუკუნეებით დათარიღდა (გოგაძე 1982: 48). სამაროვანი ანალოგიას პოულობდა პალურის საძვლესთან.
კეკელური ზუგა
სურათი 7. 1 – კეკელური ზუგა. არქეოლოგიური გათხრების სიუაციური გეგმა (ე. გოგაძის მიხ.). 2 – ნაჭვის ზუგა. არქეოლოგიური გათხრების სიტუაციური გეგმა (ე. გოგაძის მიხ.)
მუხურჩის სამაროვანი
სურათი 8. მუხურჩის სამაროვანი. არქეოლოგიური გათხრების სიტუაციური გეგმა (ე. გოგაძის მიხ.).

გამოყენებული ლიტერატურა:


ქორიძე, დ., გოგაძე, ე. 1971. „ნოსირის არქეოლოგიური ექსპედიცის 1969 წლის მუშაობის ძირითადი შედეგები,“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, 2: 31-52.

ქორიძე, დ., გოგაძე, ე., ჯავახიშვილი, გ. 1974. „ნოსირის არქეოლოგიური ექსპედიცის 1970-1971 წლების მუშაობის ანგარიში,“ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, 3: 60-78.

გოგაძე, ე., ფანცხავა, ლ., დარისპანაშვილი, ვ. 1977. „ნოსირი-მუხურჩის არქეოლოგიური ექსპედიცის მუშაობის ანგარიში,“ საქართველოს სახელმ მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, 5: 60-72.

გოგაძე ე. 1982. კოლხეთის ბრინჯაოსა და ადერეული რკინის ნამოსახლართა კულტურა, თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება.