moambe_cover

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე
ISSN 2720-8192 (Online)
ISSN 1512-1895
გამოდის წელიწადში ორ ნომერი

ჟურნალის “მოამბე” მიზანია სამეცნიერო კვლევების სწრაფი და გამარტივებული ფორმით დისემინაცია. იგი არის რეფერირებადი, ღია წვდომის ქართულ და ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალი, სადაც ქვეყნდება ყველა იმ სოციალური მეცნიერების, ბუნების შემსწავლელი და სხვა დარგის სამეცნიერო ნაშრომები, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი მიმართულებები მოიცავს. მსგავსი დარგებია: ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, ხელოვნების ისტორია, პალეოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, გლიპტიკა, პალინოლოგია, პალეონტოლოგია, ანთროპოლოგია, რესტავრაცია-კონსერვაცია და აგრეთვე სხვა ყველა მომიჯნავე მიმართულება.

სარედაქციო ჯგუფი:
გიორგი ბედიანაშვილი (პასუხისმგებელი რედაქტორი), ნიკოლოზ გობეჯიშვილი, სალომე მარკოზია, ებბი რობინსონი, გიორგი ჩილინგარაშვილი, მარიამ ელოშვილი

სარედაქციო საბჭო:
დავით ლორთქიფანიძე – სარედაქციო საბჭოს თავჯდომარე
კლაუდია საგონა (მელბურნის უნივერსიტეტი), ენდრიუ ჯემესონი (მელბურნის უნივერსიტეტი)
ნინო სულავა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ბერტილ ლიონე (CNRS)
კარენ რუბინსონ (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი), გურამ კვირკველია (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ანა ბელფერ კოენი (იერუსალიმის უნივერსტიტეტი), ლორენცო რუკი(ფლორენციის უნივერსტიტეტი)
ჯორდი აგუსტი(ტარაგონას უნივერსიტეტი), ნოდარ ბახტაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ნანა ბურჭულაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), იულონ გაგოშიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
დარეჯან კაჭარავა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), დავით ლომიტაშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ნიკოლოზ მურღულია (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ელდარ ნადირაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ზაზა სხირტლაძე (თსუ),
ზურაბ მახარაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), თენგიზ მეშველიანი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
ანი მარგველაშვილი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), სვენ ჰანსენი (გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი)
ირინე კოშორიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

ჟურნალის ისტორია

ჟურნალს “მოამბე” საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. 1920 წლიდან დღემდე იგი გამოდის სხვადასხვა სახელით. თავდაპირველად მას “საქართველოს მუზეუმის მოამბე” ეწოდებოდა. 1936 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ჟურნალის სახელი იყო “სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის მოამბე.” 2004 წლიდან იგი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სახელით გამოდის. 2021 წლიდან ჟურნალი აგრძელებს ამავე სახელწოდებით გამოსვლას, მხოლოდ ელექრონული სახით. სულ ჯამში 1920 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ჟურნალში “მოამბე” გამოქვეყნდა 1200 -ზე მეტი საზოგადოებრივი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების სტატია, რომელიც გეოგრაფიულად მოიცავს, როგორც კავკასიას, ასევე მის ფარგლებს გარეთ რეგიონებს.

საქართველოს მუზეუმის მოამბე 1920-1935 წელები

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახლემწიფო მუზეუმის მოამბე 1936-2004 წლები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე 2004 წლიდან