არქეოლოგიური კვლევა – ძიების ჩამოყალიბების და განვითარების ტენდენციები

თინა აბულაშვილი,

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე.ნომერი X (55-B), გვ. 16-26

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი, 2024

საკვანძო სიტყვები: არქეoლოგიის ისტორიოგრაფია, , პირველი არქეოლოგები


Abstract

In the 18th and 19th centuries, Georgian and foreign scholars—including members of various academic missions—made significant contributions to the study of Georgian antiquities. These scholars recorded existing data and conducted detailed studies of temples, churches, fortresses, inscriptions, and individual artifacts. Through drawings, descriptions, and photographs, they documented these items with exceptional precision. In many cases, their records are the only surviving evidence of monuments or artifacts now lost. The expeditions uncovered previously unknown or little-understood sites, many of which were either undocumented or had been inaccurately described in earlier scholarship. Thanks to the extensive efforts of the scholars in question, numerous archaeological sites were properly named, dated, and introduced into academic discourse. The documentation they produced remains essential to the study of Georgia’s antiquities across various historical periods. This paper aims to highlight the efforts of both renowned and lesser-known scholars, archaeologists, and even amateur enthusiasts who discovered, excavated, recorded, and analyzed archaeological remains across Georgia. Their dedication played a vital role in preserving and promoting the country’s cultural heritage. In many cases, they managed to rescue and document even the most fragmentary or endangered traces of the past, laying the foundation for the emergence of archaeology as a discipline in Georgia.

      ***

სიტყვის „სიძველე“ მნიშვნელობის გაგება შედარებითია. ის ეპოქა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ ორი ასეული წლის შემდეგ საკმაოდ შორეული და ძველი გახდება. წარსულზე თითქმის გაფერმკრთალებული მოგონებები დანგრეული შენობა-ნაგებობების, კლიმატის ცვლილების, ხალხის გულგრილობის ფონზე საბოლოოდ გახუნდება და შესაძლოა გაქრეს კიდეც. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წარსულის მიერ დატოვებული ძეგლები და მათ შესახებ არსებული ინფორმაცია შენარჩუნდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს.
ქართული არქეოლოგიის განვითარების გზა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. საქართველოს ისტორიის მეცნიერულად შესწავლის სათავეებთან იდგა ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც ძლიერ იყო დაინტერესებული საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებით. მან აღწერა და სისტემაში მოიყვანა ნანახი ყველა უძველესი ძეგლი და ამით საფუძველი დაუდო მათ მეცნიერულ შესწავლას. ქართული სიძველეების აღმოჩენა-შესწავლის და დაცვისადმი მეცნიერული ინტერესი მომდევნო ხანებში კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ძირითადად მაინც მიწისზედა ძეგლების კვლევა-ძიება და შესწავლა ხდებოდა. გათხრითი არქეოლოგიის საწყის ეტაპად 1852 წელს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ ჩატარებული უფლისციხის არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩაითვალოს (გამყრელიძე 1999). მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სამეფო, რის გამოც ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მრავალი ძვრა მოხდა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები (აჯანყებები მთიულეთში, კახეთში, იმერეთში, ქართლში, გურიაში), რაც რუსეთის იმპერიამ სასტიკად ჩაახშო. ამ წარუმატებლობას ქართველთა მხრიდან მოჰყვა მცდელობა იდენტობის შენარჩუნება მოეხდინათ განათლებით, საკუთარი ისტორიის და კულტურის კვლევით. აკად. სიმონ ჯანაშია აღნიშნავდა: „ისტორიული მუშაობა უფრო ფართოდ გაიშალა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, პროცესი დაკავშირებული იყო პირველ რიგში და განსაკუთრებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან“-ო (ჯანაშია 1937: IX-X). ამ პერიოდში სამეცნიერო ასპარეზზე გამოვიდნენ თემურაზ ბაგრატიონი, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, პლატონ იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და ბევრი სხვა ცნობილი ქართველი მკვლევარი და მეცნიერი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სიძველეთა და ისტორიის საკითხების კვლევის და შესწავლის საქმეში. ორმაგი, განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პრესას, სადაც იბეჭდებოდა წერილები ისტორიისა და არქეოლოგიის როლზე და მნიშვნელობაზე, ეროვნულ-კულტურული ღირებულებების მოვლა-პატრონობის და მეცნიერული შესწავლის აუცილებლობაზე. ქვეყნდებოდა როგორც მეცნიერულ-შემეცნებითი ასევე პოლემიკური ხა-სიათის სტატიები. დიდი ყურადღება ეთმობოდა არქეოლოგიის, როგორც დამოუკიდებელ, საზოგადოებრივ-ისტორიულ მეცნიერებად ჩამოყალიბებას, მისი კვლევის ობიექტის განსაზღვრას და სხვა საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკურ მეცნიერებებთან დამო-კიდებულებას. ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი აღმავლობა, მისი ახალ საფეხურზე აყვანა გარკვეულ წილად უცხოელი მეცნიერების, მკვლევარების თუ სიძველეებით დაინტერესებული ცალკეული პირების მოღვაწეობასთან და მათი ნაშრომების გამოქვეყნებასთანაც იყო დაკავშირებული. ყოველივე ეს კი საფუძველი გახდა საქართველოს არქეოლოგიისა და ისტორიის უკეთ შესწავლისთვის. ამას ხელს უწყობდა თბილისში შექმნილი კავკასიის არქეოლოგიური კომიტეტი, რომელიც კავკასიაში ისტორიულ-არქეოლოგიური სამუშაოების კოორდინაციას ახდენდა. იმ დროს სიტყვაში „არქეოლოგია“ იგულისხმებოდა ყოველგვარი სიწმინდეების: ეკლესია-მონასტრების, ეპიგრაფიკული ძეგლების, წიგნების, ხატების, არტეფაქტების აღწერა-შესწავლა. იზრდებოდა უცხოელი მკვლევარების და მოგზაურების ინტერესი საქართველოს მიმართ. ყველაზე მეტად ფრანგები აქტიურობდნენ. გაზეთი ივერია წერდა: „იმთავითვე ფრანგებსა ხვდათ წილათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი წარსული გაეცნოთ ევროპისათვის და დღესაც უმეტესწილად იგივე ფრანგები მოდიან საქართველოს სიძველეთა შესასწავლად და გამოსაკვლევად“ (ჭავჭავაძე 1901:1). საფრანგეთში გაჩენილი გამძაფრებული ინტერესი აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების შესწავლისადმი სისტემატური ხასიათის კვლევების საფუძველი გახდა. აღმოსავლეთი თუ აქამდე მხოლოდ მოგზაურთა და დიპლომატიური მისიით აღჭურვილი მოხელეების შთაბეჭდილებების აღწერის საგანს წარმოადგენდა ახლა უკვე მეცნიერული კვლევის ობოიექტად იქცა. 1822 წელს პარიზში დაარსდა „აზიური საზოგადოება“, რომელმაც მთელი ევროპის ორიენტალისტები გააერთიანა. ამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს სიძველეების კვლევაც მოექცა (ხანთაძე 1966:193). აზიური საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო პეტერბურგის აზიურ მუზეუმთან, ასევე ქართველ მეცნიერებთან და მკვლევარებთან. აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, რეგულარულად ინფორმაციის მისაღებად აზიური საზოგადოება თბილისში გახსნილ საფრანგეთის საკონსულოს იყენებდა. 1820-1824 წლებში საფრანგეთის კონსულმა ჟ. გამბამ ჟურნალ „ანალებში“ (Nouvelles Annales des Voyages), პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში თავისი მოგზაურობის შესახებ, „მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, უმთავრესად ამიერკავკასიის პროვინციებში“. საქართველოს შესახებ ცნობებს, სტატიებს თუ შთაბეჭდილებებს ბეჭდავდა აზიური საზოგადოების პერიოდული გამოცემა Le Journal Asiatique, რისთვისაც სპეციალურად დამზადდა ქართული შრიფტი. ჟურნალში დაიბეჭდა გერმანელი მეცნიერის ჰაინრიხ იულიუს კლაპროთის ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. ასევე რეცენზია მის წიგნზე „მოგზაურობა კავკასიასა და სა-ქართველოში“, რუკის თანხლებით (Буачидзе 1983:21), პ. პალასის „მოგზაურობა იმერეთში“, ჟ. პოტოსკის „მოგზაურობა კავკასიაში“. საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის და ხელოვნების საკითხებზე მრავალი ნაშრომი გამოაქვეყნა ფრანგმა ორიენტალისტმა ადოლფ ბერჟემ. პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრმა რაფაელ ბერნოვილმა 1875 წელს პარიზში გამოსცა ნაშრომი „თავისუფალი სვანეთი“. მნიშნელოვანია ფრანგი ანთროპოლოგის და არქეოლოგის ერნესტ შანტრის „ანთროპოლოგიური კვლევა-ძიება კავკასიაში“. ყურადღებას იმსახურებს ჟან მურიეს მოღვაწეობა, რომელიც არქეოლოგიისა და ხელოვნების საკითხებს აღწერს თავის წიგნებში „სამეგრელოში“, „ბათუმი და ჭოროხის აუზი“, „საეკლესიო ხელოვნება კავკასიაში“ და სხვა. ქართული სიძველეებით მეტად იყო დაიტერესებული ფრანგი არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბარონ დე ბაი, რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. მის სამეცნიერო მივლინების შედეგებს, რომელიც ცალკე წიგნებად გამოდიოდა თან ერთვოდა დიდძალი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და არქიტექტორული ძეგლების ფოტო-საილუსტრაციო მასალა. ცნობილმა ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა თავის თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ ვრცლად აღწერა საქართველოს იმდროინდელი ყოფა (შარდენი 1975). 1701 წელს საქართველოში იმოგზაურა ფრანგმა მოგზაურმა და ბუნებისმეტყველმა ჟოზეფ პიტონ დე ტურნფორმა, იგი გაეცნო ქართულ სიძველეებს და ორ ტომად გამოსცა ნაშრომი „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“ (ტურნეფორი 1988). ამ ყველაფერმა დიდად შეუწყო ხელი ევროპელებისათვის საქართველოს ისტორიის და კულტურის გაცნობას და დაინტერესებას. საქართველოში ქართველოლოგიის ჩამოყალიბებასა და ქართული სიძველების კვლევის საქმეში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და ღრმა კვალი დატოვა აზიური საზოგადოების აქტიურმა წევრმა მარი ბროსემ. როგორც ვხედავთ საქართველოს სიძველეთა კვლევის საქმეში დიდია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევარების და „მისიების“ როლი. მათმა საქმიანობამ, თუნდაც მოკრძალებულმა, უდიდესი კვალი დატოვა ქართული არქეოლოგიის, ისტორიის, ისტორიოგრაფიის განვითარების საქმეში. მათ უზარმაზარი მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, მრავალმხრივი და მრავლისმომცველი. წარმოაჩინეს მატერიალური კულტურის ძეგლების იმდროინდელი მდგომარეობა, შემოგვინახა ცნობა და გამოკვლევები უნიკალურ და შესანიშნავ ძეგლებზე. მათი ჩანაწერებისა თუ აღწერილობებში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა დაცული, მითუმეტეს, რომ ზოგიერთ ძეგლს, ნივთსა თუ წარწერას დღემდე არ მოუღწევია.
ჩატარებული კვლევების და მოწყობილი ექსპედიციების წყალობით დაადგინეს ტაძრების, ეკლესიების, ციხეების ადგილმდებარეობა და სახელწოდებები, ქრონიკონი-თარიღის აღმ-ნიშვნელი ასოები, შეისწავლეს ძველი წარწერები, ჩახატეს და ფოტოები გადაუღეს ყველა მათგანს, რის შედეგადაც დღეს გვაქვს იმ მრავალი უნიკალური ძეგლის ყოველმხრივი აღწერილობა და ზუსტი დათარიღება, რომლებიც ამ მოგზაურობებამდე შეუმოწმებელი და უცნობი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის. ეს ცნობები მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა იმ პერიოდის საქართველოს სიძველეების შესახებ. ეს კოლოსა-ლური შრომა საფუძველი გახდა საქართველოში არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების და გათხრითი არქეოლოგიური კვლევა-ძიების დაწყებისათვის. მათ მიერ გამოაქვეყნებული ნაშრომების ნიადაგზე ქართული ისტორიოგრაფია ახალ საფეხურზე გადავიდა. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე მოუწოდებდა: „აღწერეთ ნანგრევები, შემოუნახეთ შთამომავლობას წმინდა ხსოვნა მათზე და უკვდავჰყავით მათი არსებობა“ (Археологический путеводитель по Тифлису 1881:74). ეს აღწერილობით-ფიქსაციური ხასიათის ცნობები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ძეგლი შემდგომში განადგურდა, დაზიანდა ან სახე იცვალა.
ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ მეცნიერების, მკვლევარების თუ არქეოლოგიით დაინტე-რესებული პირების ის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებმაც აღმოაჩინეს, შეაგროვეს, აღწერეს, ჩახაზეს, ახსნა-განმარტებები დაურთეს, მეცნიერულად შეისწავლეს, დაათარიღეს, პოპულარიზაცია გაუწიეს, შეინარჩუნეს საქართველოში არქეოლოგიური ძეგლები, მათი ცალკეული ნაშთები და არტეფაქტები. Description

ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757)

ვახუშტი ბაგრატიონი – მეცნიერი, მკვლევარი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ლექსიკოგ¬რა¬ფი, წყაროთმცოდნე. იგი იყო ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ვაჟი. ფლობდა ბერძ¬ნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ, სომხურ ენებს. იგი მიეკუთვნებოდა მე-17-18 საუკუნეებში მოღვაწე სწავლულთა პლეადას. მის ნაშრომში „აღწერა სა¬მე¬ფო¬სა საქართველოსა“ გადმოცემულია საქართველოს გაბმული ისტორია უძველესი დრო¬იდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე. აღწერილია ქვეყნის ყველა კუთხე გეოგრა¬ფი¬¬უ¬ლად და ისტორიულად, დართული აქვს ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლა¬სე¬ბი. შრომის პირველი ნაწილი ძირითადად „ქართლის ცხოვრების“ ქრონოლოგიური შევსებაა, მეორე ნაწილი კი მან თავად დაწერა, რისთვისაც გამოიყენა ქრონიკები, სი¬გელ-გუჯრები, ხელნაწერები, „ქუათა, ხატთა და ჯუართა ზედწერილები“, ზეპირი გად¬მო¬ცემები. დამოწმებული აქვს პლინიას (პლინია-სტოიკა), იოანე დამასკელის, ცი¬ცე¬რონის, სოკრატეს და სხვა ავტორების ცნობები, შეჯერებული აქვს ქართული, ბი¬ზან¬ტიური, სპარსული წყაროები. ვახუშტი ნაშრომში აღწერს მატერიალური კულტუ¬რის ყველა მნიშვნელოვან ძეგლს: ფეოდალთა ციხე-სიმაგრეებს, ეკლესია-მონასტ¬რებს, მეფის სასახლეებს, ეპისკოპოსთა რეზიდენციებს, ხიდებს, არხებს, სამეურნეო ობი¬ექტებს, დანგრეულ თუ დაზიანებულ ნაგებობებს. იგი გვთავაზობს რეგიო¬ნის, ქალაქისა თუ სოფლის სრულ აღწერას, ხაზს უსვამს ადგილის მნიშვნელობას და მის თვითმყოფადობას, მიმოიხილავს ცნობებს თუ ვის მოღვაწეობას უკავშირდება ცალკეული ნაგებობა და ვინ იყო მფლობელი, მიუთითებს მშენებლების ვინაობასაც. თუ რომელიმე ძეგ¬ლის შესახებ არ იძლევა ინფორმაციას ესე იგი ის ძველ საქმედ მიაჩნია და მისი შე¬მოქ¬მე¬დის შესახებ არაფერი გაუგია ან სარწმუნო ცნობა არ მოეპოვება. ასეთია მისი წერის მანერა. ვახუშტი მიიჩნევდა, რომ აუცლებელი იყო ისტორულ-გეოგრაფიული მონა¬ცე¬მების გათვალისწინება, აცნობიერებდა კავშირს ევროპულ და ქართულ საუკუნო¬ვან კულტურას შორის. საქართველოს პრობლემებს უკავშირებდა მსოფლიოს ისტო¬რი¬ას. ისტორიის და ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით წარმოდგენილი მისი ორი¬გინალური ნაშრომი იმ პერიოდისათვის დიდ სიახლეს წარმოადგენდა. ის ეცადა მოეცა საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია (ძველი ისტორია 1469 წლამდე და 1469 წლიდან ვახუშტის დრომდე). მისი ტექსტები წარმოადგენს სრულფასოვან მეცნიერულ ნაშრომებს. მათში ვლინდება ძალაუფლება იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც ამ მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების უკან დგანან (მონარქი, ბიუროკ¬რა¬ტია, ეკლესია). საგნის შემეცნებას იგი გამოცდილებით და დაკვირვებით ახდენდა, მან პირ¬ველმა დაურთო ნაშრომს ქრონოლოგიური ტაბულა, რითაც საფუძველი დაუდო მეც¬ნიერულ კვლევას.
ვახუშტი ბაგრატიონი იყო ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართველ „ენციკლო¬პე¬დის¬ტთა“ იმ თაობისა, რომელთაც საქართველოში მეცნიერული ცოდნის დანერგვას და¬უდეს სათავე. მისმა შრომამ ახალი ეტაპი შექმნა ქართული შუასაუკუნეების ის¬ტო¬რიოგ¬რაფიულ აზროვნებაში. მან პირველმა თავისი ეპოქის მეცნიერული აზრის დო¬ნე¬ზე გაიაზრა ისტორიოგრაფიის საგანი და მეთოდი. დაამკვიდრა ისტორიულ წყა¬რო¬ებზე კრიტიკული მიდგომის პრინციპი. ის იმ საზოგადო მოღვაწეთა შორის იყო რომ¬ლებიც საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო რუსეთში გადა¬სახ¬ლდნენ და უცხოეთიდან აგრძელებდნენ ქართული კულტურის სამსახურს. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.
Description

თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846)

თეიმურაზ ბაგრატიონი – საზოგადო მოღვაწე, პირველი აკადემიკოსი, ქართველო¬ლო¬გიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ის იყო მეფე გიორგი XII-ის შვილი, სწავლობდა კათალიკოს ანტონ I-ის თელავის სემინარიაში, რომელსაც ცნობილი დავით რექტორი ხელმძღვანელობდა. მისი ინტერესის სფეროში შედიოდა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ენათმეცნიერება, ნუმიზმატიკა, გეოგრაფია, ბიბ¬ლიოგრაფია. იცოდა ბევრი ენა. დიდ დროს უთმობდა საქართველოს ისტორიის მა¬სალების შეგროვებას და დამუშავებას. ის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ იძ¬ლე¬ო¬და ცნობას: „სხვათადა სხვათა ჟამთა შინა იპოვნნეს მკვდარნი … დაფლულნი სხვათა და სხვათა ადგილთა შინა ივერიისათა … არა თუ მხოლოდ ძველთა ჟამთა, ახალთაცა ამათ საუკუნეთა იპოვნნეს კერპთ მსახურებისა ჟამსა შინა დაფლულნი მკვდარნი და ფულნი პირთა შინა დებულნი მათნი“ (ბაგრატიონი 1848:52). ეს ფული და იარაღი თბილისში ერეკლეს სასახლეში ყოფილა დაცული და 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შე¬მო¬სევების შედეგად განადგურებულა. 1810 წელს თეიმურაზ ბაგრატიონი პეტერ¬ბუ¬რ¬გ¬¬ში გაემგზავრა, სადაც მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა და თანამშრომლობა და¬ი¬წყო მარი ბროსესთან. საერთო ინტერესებმა დააახლოვა ეს ორი ადამიანი. იგი უდიდეს დახ¬მარებას უწევდა მას რჩევებით, უგზავნიდა განმარტებებს. მარი ბროსესთან ერ¬თად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. თეიმურაზს ჰქონდა იდეა და გეგმა საქართველოს ისტორიული ძეგლებით დაიენტერესებინა ევროპელები, უნდო¬და მოწყობილიყო ექსპედიციები, რომლის შედეგადაც საქართველოში უამრავ უძვე¬ლესს და უნიკალურ ნივთს აღმოაჩენდნენ „რომლის შესახებაც ევროპას არასოდეს გაუ¬გონია, და არასოდეს არ უნახავს“ (Буачидзе 1983:64). 1848 წელს სანკტ-პე-ტერ¬ბურ¬გ¬ში გამოიცა მისი მონოგრაფია „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“. ნაშრომში საქართველოს ისტორია გან¬ხი¬ლუ¬ლი იყო ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე და მოიცავდა პერიოდს ადა¬მია¬ნის გაჩენიდან ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. ავტორს გამოყენებული ჰქონდა ანტიკური (ბერძნულ-რომაული), სომხური წყაროები. ის იყო პირველთაგანი რო¬მელმაც საფუძველი დაუდო ქართული სიძველეების ენციკლოპედიურ შესწავლას და საფუძველი ჩაუყარა ქართულ ისტორიოგრაფიას. ის იყო ქართველოლოგთა ახა¬ლი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი. შეგროვებული ჰქონდა უნიკალური ბიბ¬ლიო¬თეკა. 1814 წელს აირჩიეს რუსული ბიბლიოგრაფიული საზოგადოების წევრად, 1831 წელს მარი ბროსეს რეკომენდაციით პარიზის აზიური საზოგადოების წევრად (ხან¬თიძე 1966:27). იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოებისა და საფრან¬გე¬თის თავისუფალი ხელოვნების აკადემიის წევრი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
Description

გენრიხ-იულიუს კლაპროტი (1783-1835)

გენრიხ-იულიუს კლაპროტი – გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტ-ორი¬ენ¬ტა¬ლისტი, ერუდიტი. იყო აზიური საზოგადოების წევრი, რომლის კვლევების პროგ¬რა¬მა¬ში შეიტანა კავკასიის ისტორიის და გეოგრაფიის საკითხების შესწავლა. ამ მიზ¬ნით თანამშრომლობდა ჟურნალ „ანალებთან“ (Буачидзе 1983:23). 1804 წელს რუსე¬თის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ მიიწვია პეტერბურგში, სადაც აირჩიეს აკა¬დე¬მიკოსად. 1807-1809 წლებში იმოგზაურა კავკასიაში ეთნოგრაფიული, ფილო¬ლო¬გიური და ისტორიული კვლევების ჩასატარებლად. 1808 წელს საქართველოში მოი¬არა მდ. არაგვის, თერგის, ლიახვის, მტკვრის და იორის ხეობები, სამხედრო გზა. ჩავიდა რაჭაში, ონამდე, სადაც დეტალურად აღწერა ბუნება, მატერიალური კულ¬ტუ¬რის ძეგლები, ქალაქები, ტრადეციები, ლეგენდები, მატერიალური რესურსები (Буа¬чид¬зе 1983:62). აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს. კლაპროტი, როგორც ევროპელი მოგზაურებისთვის იყო დამახასიათებელი, მრავალმხრივი მკვლევარი გახლდათ და თავის ჩანაწერებში სხვადასხვა სფეროს – ისტორიას, არქეოლოგიას, გეოლოგიას, ბოტანიკას, ზოოლოგიასა და ეთნოგრაფიას, უთმობდა ყურადღებას. მან ევროპელებს გააცნო ვახტანგ VI-ის ქრონიკები, ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია, საქართველოს ძველი ეპიგრაფიკული ძეგლები. გერ¬მანულ და ფრანგულ ენებზე გამოსცა წიგნი „მოგზაურობა კავკასიასა და სა¬ქართ¬ვე¬ლოში“, სადაც დეტალურად აღწერა თბილისი. შეადგინა ფრანგულ-ქართული ლექ¬სიკონი. დაკრძალულია პარიზში.
Description

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (1798-1850)

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე – შვეიცარიელი ფრანგი მოგზაური, სიძველე¬თა მკვლე-ვარი, გეოლოგი, ისტორიკოსი, ნატურალისტი. ნეშატელის აკადემიის პრო¬ფე¬სორი. 1831-1834 წლებში იმოგ¬ზა¬ურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ამიერ¬კავკასიაში, ყირიმში. იგი დიდ ყუ¬რად¬ღებას უთმობდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგ¬ლებს და მათი თავისებურებე-ბის და ისტორიის შესახებ მოსაზრებებს გამოთქ¬ვამ¬და (აბაშიძე 1978: 578). 1833 წელს იმოგზაური საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მოიარა იმერეთი, იმ¬ყო¬ფებოდა გელათის მონასტერში, იმოგზაურა რაჭაში, მოინახულა ეწერის ეკლესია, რის შესახებაც წერდა: „ეწერის ეკ¬ლე¬სია საკმაოდ ძველია, ის აგებულია ტუფის ქვით, ორნამენტის გარეშე და განთქ¬მუ¬ლია მთელს იმერეთში“. იყო ახალციხეში, ზემო თმოგვ¬ში, ვარძიაში, ბორჯომის ხეობაში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, სვანეთსა და გუ¬რია¬ში. ქ. ფოთთან მოინახულა ციხე „ნაჯიხურუ“, რომლის გეგ¬მა თავის ალ¬ბომ¬ში გამოაქვეყნა. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო არიანეს დროის ციხის ნაშ¬თები (აფაქიძე და სხვ. 1959:230; Dubois du Montpereux 1839a). ეწვია ნოქალაქევს, რომლის ნანგ¬რე¬ვები ბიზანტიელი ავ¬ტო¬რების არქეოპოლისთან გააიგივა. აღწერა ქუთაისი და მის გარშემო არსებილი ძეგ¬ლე¬ბი (Dubois du Montpereux 1839:51-62). გამოაქვეყნა ცნობები უფლისციხის შესახებ, მან პირველმა შექმნა უფლისციხის გეგმა. დააფიქსი¬რა ბევ¬რი ხე¬ლოვ¬ნუ¬¬რი და ბუნებრივი გამოქვაბული, აღწერა, აზომა და ჩახატა. მიაკვლია და გადმოხატა ხერთ¬ვი¬სის ციხე-სიმაგრეზე და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის ეკლესიის შე¬სა¬ს¬ვ¬¬ლელ კარზე არსებული ძველი ქართული წარწერები (მაღრაძე 2001:108). ის იყო სა¬ქართ¬ველოს ისტორიით და კულტურით დაინტერესებული მკვლევარი და მისი მხა¬რე¬ების ისტორიული, არქეოლოგიური, გეოლოგიური და ეთნოგრაფიული შესწავლა დაიწყო. მოგზაურობისას დღიურებში შეჰქონდა შთაბეჭდილებები, იხატავდა ხუ¬როთ¬მოძღვ¬რულ ძეგლებს და წარწერებს, სწავლობდა კავკასიის ძველ რუკებს. იძლე¬ო¬და ისტორიულ სიძველეთა მიმოხილვას და საინტერესო ცნობებს. ეხებოდა არქეო¬ლო¬გიას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ეთნიკურ და დემოგრაფიულ საკითხებს. აღ¬წე¬რა და ჩახატა ბევრი მატერიალური კულტურის ძეგლი. სცადა გაეკეთებინა ნივთიერი მასალის მეცნიერული ანალიზი. ამ კვლევების საფუძველზე პარიზში გამოსცა ექვს¬ტო¬მიანი ნაშრომი „მოგზაურობა კავკასიის გარშემო, ჩერქეზებთან და აფხაზებთან, კოლ¬ხეთში, საქართველოში, სომხეთში და ყირიმში.“ ნაშრომს თან დაურთო სპე¬ცია¬ლუ¬რად შედგენილი ატლასი. ეს იყო იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი მასალა, რომელიც შეჯერებული იყო კავკასიაზე და კერ¬ძოდ საქართველოზე ცნობილ ყველა ადრინ¬დე¬ლ მონაცემებთან. ამ ნაშრომმა შემდ¬გომში წყაროს ხასიათი მიიღო. ე. შანტრი მის შესახებ წერდა: „მან შეძლო თავი მოეყარა ყველაფერ იმისათვის, რაც კი მანამდე ყო¬ფი¬ლა გამოქვეყნებული ამ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მხარის შესახებ, თითქმის ყვე¬ლა მოსაზრება, რომელიც შემდგომში იქნა გამოთქმული კავკასიის უძველეს ეთ¬ნო¬ლოგიასა და ისტორიაზე სათავეს მის ამ ნაშრომში იღებს“ … იგი უნდა მივიჩნიოთ კავ¬კასიის გაბედულ მკვლევარად“ (მაღრაძე 2001:110). მარი ბროსე მის წიგნებს კავ¬კა¬სი¬ის ენციკლოპედიად მიიჩნევდა. დაკრძალულია შვეიცარიაში, ადგილ პესოში, ქალაქ ნეიშატელთან ახლოს.
Description

მარი ფელისიტე ქსავიე ბროსე (1802-1880)

მარი ფელისიტე ქსავიე ბროსე – ფილოლოგი, არქეოლოგი, ორიენტალისტი, ქართ¬ვე¬ლო-ლოგი, მთარგმნელი. დაიბადა პარიზში, ნეგოციანტის ოჯახში. იყო აზიური სა¬ზო¬¬გადოების წევრი. საქართველოს სიძველეებით მარი ბროსე თავისი მასწავ¬ლებ¬ლე¬ბის ანტუან ჟან სენ-მარტენის და აბლ-რემიუზას რჩევით დაინტერესდა. შეისწავლა ქართული ენა და გაეცნო ქართულ ხელნაწერებს, რის შემდეგაც გაუჩნდა სურვილი მო¬პოვებული ცნობები დაეკავშირებინა საქართველოს კულტურისათვის და აღედ¬გი¬ნა საერთო სურათი. იგი ეძებდა ადამიანს, რომელთანაც რეგულარულად გაივლიდა კონსლტაციებს. ამ მიზნით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ფრან¬სუა შარმუამ გააცნო თეიმურაზ ბაგრატიონი, რომელიც რეგულარულად ეხმარებოდა მას ქართული ლიტერატურის, ენისა და ისტორიის მასალების გაცნობაში. იგი თეი¬მუ¬რაზ ბატონიშვილს თავის მასწავლებლად და მოძღვრად მიიჩნევდა (მაღრაძე 2007:23-24). 1834 წელს მარი ბროსემ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. შეადგინა გეგ¬მა და ინსტრუქცია, მაგრამ რუსეთის მაღალ წრეებში ეჭვისთვალით უყურებდნენ მის ურ¬თიერთობას თეიმურაზ ბატონიშვილთან და ამიტომ უარი უთხრეს. თუცა შემ¬დეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ა. უვაროვის ინიციატივით შესთა¬ვა¬ზეს დაეკავებინა აკადემიკოსის ვაკანსია და ემუშავა ქართული და სომხური ფილო¬ლო¬გიის ხაზით. მარი ბროსეს პეტერბურგში ჩასვლამ გარკვეულწილად განაპი¬რო¬ბა ევროპული ქართველოლოგიის ცენტრის რუსეთში გადანაცვლება. 1847 წელს მან მოამ¬ზა¬და პროექტი საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად და ერთ¬წლიანი სამეცნიერო მივლინებით ქვეყანას ეწვია. იგი წერდა: „მე სიამოვნებით მივუძ¬ღ-ვნიდი ოთხ წელს საქართველოს უმდიდრესი სიძველეების გამოკვლევას … რად¬გა¬ნაც უეჭველად შეუძლებელი იქნება ამ მოკლე დროში აღქმა ყვე¬ლაფერ იმისა, რასაც მოი¬ცავს მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა“ (Brosset 1849:VII). მარი ბროსემ თით¬ქოს შეცვალა თეიმურაზი და თავად გახდა საქართველოს კულტურული მემკ¬ვიდ¬რეო¬ბის მკვლევარი და შემსწავლელი. სიძველეთა კვლევისას, ძეგლების იდენტიფი¬კა¬ციისას იგი ვახუშტი ბაგრატიონის „ქართლის ცხოვრებას“, როგორც გზამკვლევს ისე იყე¬ნებდა. ამ ნაშრომის კვალს მიჰყვებოდა და თავისი მარ¬შ¬რუ¬ტის ყველა პუნქტს მას¬თან აჯერებდა. მისი მიზანი იყო თავად ენახა და შეემოწმებინა ვახუშტის მიერ აღწე¬რი¬ლი ძეგლები, შეესწავლა წარწერები, მონეტები, ხელოვნების ნიმუშები, ხატები, გუჯარ-სიგელები და ლეგენდები, როგორც ფილო¬ლო¬გი ის დიდ ყურადღებას აქ¬ცევ¬და ეპიგრაფიკულ ძეგლებს და აღნიშნავდა: „საქართ¬ვე¬ლოს ისტორია წყაროების არ ქონის გა¬რეშეც ჩაწერილია მისი ძეგლების ქვებზე … რო¬დე¬საც ევროპის თვალწინ წარსდ¬გება წარწერები ქუთაისიდან და გელათიდან, ხო¬ფი-დან და ატე¬ნი¬დან, ისინი მიხვდებიან, რომ ქართველებისათვის არც ერთი მათი სამეც¬ნიე¬რო საქ¬მია¬ნო¬ბა უცხო არ არის“ (Bro¬s¬¬set 1849:XI). მარი ბროსემ საქართვე¬ლოს თითქმის ყველა კუთხე შემოიარა ქართლი, იმერეთი, სამეგ¬რე¬ლო, სამურ¬ზა¬ყა¬ნო, რაჭა-ლეჩ¬ხუ¬მი, სვა¬ნეთი, კახეთი, ახალციხის და ცხინვალის მხა¬რე. თბილისში მოინახულა ყველა ეკლესია, ქოროღლის ცი¬ხის ციტადელის ნანგ¬რე¬ვები, კოჯორის სასახლე. მცხეთაში სამთავრო, ანა-ტიოქიის საყდ¬რის ნანგრევები, შიო-¬მღვიმის მონასტერი, ძეგვის ციხე-სიმაგრე, არ¬მა¬ზის ციტა¬დე¬ლი. იყო თელეთში, ნა¬ხა უჯარმის ციხე, შუამთა, ალავერდი, იყალთო, სა¬ფარა, უფ-ლის¬ციხე, პეტრეს ციხე, აწ¬ყურის ციხე, ზარზმა, ოცხის ციხე-სიმაგრე, ხერთ¬ვისის ცი¬ხე, ვარძია, წუნდა, კუ¬მუ¬დო, ვანის ქვაბები, სამთავისის ეკლესია, რუი¬სის და ურბ¬ნი¬სის ტაძრები, ატენის სიო¬ნი, გორიჯვარი, მარტვილის ტაძარი. ქუთა¬ის¬ში მოინახულა ბაგრატი, გელათი. დაათ¬ვა¬ლიერა ჟინვალის ციტადელი, ცაიშის მო¬ნას¬ტერი, ხეთა, კოცხერი, ნოქალაქევი, ოყუ¬რეშის ეკლესია, ნიკორწმინდა, კაცხის მო¬ნას¬ტერი, ოქონა, ოქუმი, რუხი, ბედია, მოქ¬ვი, დრანდა, ბიჭვინთის ეკლესია და სხვა. გად¬მოიწერა და შეისწავლა წარწერები. მის მიერ მოძიებულმა, შეგროვილმა და შეს¬წავ¬ლილმა ისტო¬რიულმა, არქეოლო¬გი¬ურ¬მა და ეპიგრაფიკულმა მასალებმა ევროპას გა¬ა¬ც¬ნო ქართული სიძ¬ველეები, შეავსო და გაა-ფართოვა ქართული წყაროები. მან ფრან¬გუ¬ლად თარგმნა ვახუშტი ბაგრატიონის შრომის გეოგრაფიული ნაწილი (Буачидзе 1983:145-146), თარ¬გ¬მ¬ნა და შვიდ ტომად გა¬მოსცა „ქართლის ცხოვრება“ (Bro¬s¬¬set 1849-1858), დაწერა ნარკ¬ვე¬ვები საქართველოს არ¬ქეოლოგიასა და ნუმიზმატიკაზე, გამოაქ¬ვეყ¬ნა წერილი „სა¬ქართ¬ველოს ძეგლთა შეს¬წავ¬¬ლის აუცილებლობა და საშუალებანი“ (Броссе 1847:12-144), ანგარიშის სახით სამ წიგნად გამოაქვეყნა თხზულებანი „არქეო¬ლო¬გიური მოგ¬ზაუ¬რობა საქართველოში“, ატ¬ლასის თანხლებით (მაღრაძე 2007:27). მარი ბროსემ ახალ დონეზე აიყვანა საქართველოს ისტორიოგრაფია, შექმნა ეტაპი ევ¬რო¬პულ ქართ¬ვე¬ლოლოგიაში. მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან 36 საქართველოს ეძღვ¬ნე¬ბა. ივ. ჯა¬ვა¬ხიშ¬ვილი მის შესახებ წერდა „საქართველოს მეთოდური მეცნიერული შეს¬წავლის მე¬თაუ¬რად აუცილებლად მარი ბროსე უნდა იქმნეს ცნობილიო“ (ჯა¬ვა¬ხიშ¬ვი¬ლი 1937:6). იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. არ¬ქეო¬ლოგიური ძიე¬ბისათვის დაჯილდოვეული იყო რუსეთის მეცნიერებათა საიმ¬პე¬რა¬ტო¬რო აკადე¬მი¬ის სიგელით. დაკრძალულია შატერლოში.
Description

პლატონ იოსელიანი (1809-1875)

პლატონ იოსელიანი – ისტორიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1844 წლიდან სამეცნიერო მიზნით მოგზაურობდა სა¬ქართ¬ველოს სხვადასხვა კუთხეში. შეაგროვა დიდძალი არქეოლოგიური და ისტორიუ¬ლი მასალა, შეისწავლა ქართული ეკლესია-მონასტრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1849 წელს ჩავიდა სტამბულში, იმოგზაურა საბერძნეთში ათონის და სინას მთაზე. ათო¬ნის მთის ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში გაეცნო ქართულ ხელნაწერებს და წიგ¬ნებს, შეადგინა კატალოგი და თან წამოიღო XI საუკუნის ხელნაწერის „ძველი და¬ბა¬დების“ სრული თარგმანი. ტრაპიზონში, ერთ-ერთ ეკლესიაზე დააფიქსირა ქართული წარ¬წე¬რიანი ქვა. მისი მოგზაურობის შედეგები გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1850 წლიდან დაიწყო ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების: ეკლესია-მო¬ნასტ¬რების, სასახლეების, ციხე-სიმაგრეების, ნაქალაქარების აღწერა და შესწავლა, მოკ¬რი¬ბა შემორჩენილი ხელნაწერები, მოიარა ბიბლიოთეკები. მცირე მასშტაბის გათხ¬რე¬ბი ჩაატარა სოფ. ჟინვალთან, ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე. გამოავლინა რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები ოთხიარუსიანი კოშკი, მარნის ნანგრევები ქვევრებით, შვიდი ეკლესია, ცისტერნის ნაშთები, მიწისქვეშა ჩასასვლელი. აღმოჩნდა კერამიკის და ლითონის ნივთების ფრაგმენტები. მისი აზრით იქ უნდა ყოფილიყო გი¬ორგი ბრწყინვალეს სა¬სახ¬ლე (Иоселиани 1875:185; ზარნაძე-დორეული 2007:121). მან უფლისციხე ტროგ¬ლო¬დიტურ (მღვიმურ) არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნია და წინა¬ქრისტიანულ ხანას მიაკუთვნა. იგი ჯერ კიდევ 1844 წელს წერდა, რომ მცხეთაში ბევრი ნანგრევია, რომე¬ლიც ჯერ არავის შეუსწავლიაო. პლატონ იოსელიანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა თეი¬მუ¬რაზ ბაგრატიონთან და თანამშრომლობდა მარი ბროსესთან. ქართული სიძ¬ვე¬ლე¬ების შესწავლის ინტერესი მათ შორის მყარი მეცნიერული ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. იგი სისტემატურად აწვდიდა მარი ბროსეს ისტორიულ-არ¬ქეო¬ლოგიურ მასალებს (ზარნაძე 2004:40-47). იზიარებდა ვახუშტი ბაგრატიონის კვლევის მეთოდებს და მთავარ ამოცანად ძეგლების გეოგრაფული და ისტორიული კუთ¬ხით აღწერა მიაჩნდა. რედაქტორობდა ჟურნალებს, სადაც ქართულ სიძველეთა შე¬სახებ აქვეყნებდა სტატიებს. რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომები „თბილისის სიძ¬ვე¬ლე¬თა აღწერილობა“, „კაცხის ტაძარი იმერეთში“, „მატყოფის მონასტერი“, „მცხეთის ტაძარი“, „შიო¬მ¬ღ¬ვიმე“, „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „საქართველოს ძველი და ახალი ქა¬ლაქები“ „ქალაქ დუშეთის აღწერა“, „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „გე¬ლა¬თის მონასტერი“ და სხვა. გამოაქვეყნა კრებული „საქართველოს არქეოლოგიის ის-ტო¬რიის საკითხები“ (ზარნაძე-დორეული 2007:111). ის იყო „კავკასიის არქეოლოგიის მოყვა-რულ¬თა საზოგადოების“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, იყო ათენის სამეფო არქეო-ლო¬გიური საზოგადოებისსა და პარიზის აზიური საზოგადოების წევრი. თავისი გამოკვლევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მეცნიერული კვლევის საქმეში. დაკრძალულია თბილისში მის მიერ აგებულ ამაღლების მონასტერში, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
Description

პლატონ იოსელიანი (1809-1875)

პლატონ იოსელიანი – ისტორიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1844 წლიდან სამეცნიერო მიზნით მოგზაურობდა სა¬ქართ¬ველოს სხვადასხვა კუთხეში. შეაგროვა დიდძალი არქეოლოგიური და ისტორიუ¬ლი მასალა, შეისწავლა ქართული ეკლესია-მონასტრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1849 წელს ჩავიდა სტამბულში, იმოგზაურა საბერძნეთში ათონის და სინას მთაზე. ათო¬ნის მთის ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში გაეცნო ქართულ ხელნაწერებს და წიგ¬ნებს, შეადგინა კატალოგი და თან წამოიღო XI საუკუნის ხელნაწერის „ძველი და¬ბა¬დების“ სრული თარგმანი. ტრაპიზონში, ერთ-ერთ ეკლესიაზე დააფიქსირა ქართული წარ¬წე¬რიანი ქვა. მისი მოგზაურობის შედეგები გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1850 წლიდან დაიწყო ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების: ეკლესია-მო¬ნასტ¬რების, სასახლეების, ციხე-სიმაგრეების, ნაქალაქარების აღწერა და შესწავლა, მოკ¬რი¬ბა შემორჩენილი ხელნაწერები, მოიარა ბიბლიოთეკები. მცირე მასშტაბის გათხ¬რე¬ბი ჩაატარა სოფ. ჟინვალთან, ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე. გამოავლინა რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები ოთხიარუსიანი კოშკი, მარნის ნანგრევები ქვევრებით, შვიდი ეკლესია, ცისტერნის ნაშთები, მიწისქვეშა ჩასასვლელი. აღმოჩნდა კერამიკის და ლითონის ნივთების ფრაგმენტები. მისი აზრით იქ უნდა ყოფილიყო გი¬ორგი ბრწყინვალეს სა¬სახ¬ლე (Иоселиани 1875:185; ზარნაძე-დორეული 2007:121). მან უფლისციხე ტროგ¬ლო¬დიტურ (მღვიმურ) არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნია და წინა¬ქრისტიანულ ხანას მიაკუთვნა. იგი ჯერ კიდევ 1844 წელს წერდა, რომ მცხეთაში ბევრი ნანგრევია, რომე¬ლიც ჯერ არავის შეუსწავლიაო. პლატონ იოსელიანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა თეი¬მუ¬რაზ ბაგრატიონთან და თანამშრომლობდა მარი ბროსესთან. ქართული სიძ¬ვე¬ლე¬ების შესწავლის ინტერესი მათ შორის მყარი მეცნიერული ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. იგი სისტემატურად აწვდიდა მარი ბროსეს ისტორიულ-არ¬ქეო¬ლოგიურ მასალებს (ზარნაძე 2004:40-47). იზიარებდა ვახუშტი ბაგრატიონის კვლევის მეთოდებს და მთავარ ამოცანად ძეგლების გეოგრაფული და ისტორიული კუთ¬ხით აღწერა მიაჩნდა. რედაქტორობდა ჟურნალებს, სადაც ქართულ სიძველეთა შე¬სახებ აქვეყნებდა სტატიებს. რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომები „თბილისის სიძ¬ვე¬ლე¬თა აღწერილობა“, „კაცხის ტაძარი იმერეთში“, „მატყოფის მონასტერი“, „მცხეთის ტაძარი“, „შიო¬მ¬ღ¬ვიმე“, „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „საქართველოს ძველი და ახალი ქა¬ლაქები“ „ქალაქ დუშეთის აღწერა“, „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „გე¬ლა¬თის მონასტერი“ და სხვა. გამოაქვეყნა კრებული „საქართველოს არქეოლოგიის ის-ტო¬რიის საკითხები“ (ზარნაძე-დორეული 2007:111). ის იყო „კავკასიის არქეოლოგიის მოყვა-რულ¬თა საზოგადოების“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, იყო ათენის სამეფო არქეო-ლო¬გიური საზოგადოებისსა და პარიზის აზიური საზოგადოების წევრი. თავისი გამოკვლევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მეცნიერული კვლევის საქმეში. დაკრძალულია თბილისში მის მიერ აგებულ ამაღლების მონასტერში, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. —————

Dekhviri_museum ________________სურათი 1. დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი და აკლდამა.

Dekhviri_sepulcher _________________________________ სურათი 2. დეხვირის აკლდამა

3. შუა საუკუნეების ძეგლი, კერძოდ, დეხვირის ციხე, რომელიც სამი ციხე-კოშკის კომპლექსია. ამ მცირე მიმოხილვიდანაც ჩანს ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა – ძვ.წ. I ათასწლე¬ულიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით.
     შესასწავლი ძეგლის – აკლდამის გარემოს აღწერილობას ასევე უნდა დაემატოს ამავე ტერი¬ტორიაზე, შემთხვევით, ზუსტი ადგილ-მდებარეობის მითითების გარეშე აღმოჩენილი ანტიკური ხანის მასალები: მონეტები (ორი ცალი, ოქროსი, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი); ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები (ბრინჯაოს – ზარაკები, საკიდი – ფრინველის გამოსახულება); კერამიკა (დოქები); სამკაული (სამაჯურები – ბრინჯაოს ზურგჩაზნექილი და თავბოლოგადადებული; მძივსამკაული – სარდიონის, ქალცედონის, ქარვის, მინის – გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე, პოლიქრომიული – სხვადასხვა ფერის თეთრზოლებიანი, კვირისტავის ფორმის, ოქროფენილი; საყურე – ვერცხლის, ყურძნის მტევნით შემკული; ბეჭედი – ოქროსი, მხრებაზიდული; ბეჭდის თვლები სარდიონის, წაკვეთილი რვაწახნაგა კონუსის ფორმის). ჩამოთვლილ ნივთთაგან აღსანიშნავია – ვერცხლის ყურძნის მტევნით შემკული საყურე, რომელიც მსგავსია ცხეთის სამაროვანზე, № 2 სამარხში აღმოჩენილი ოქროს საყურისა (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში (სულავა 1996:53, კატ. 126, სურ. 27);

Usakhelauri_medalion _________________________________ სურათი 3. უსახელაურის მედალიონი

ასევე, ოქროს მხრებაზიდული ბეჭედი, რომლის შესახებაც ,,მცხეთა’’ I-ის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასპარუკ პიტიახშის სამარხში მოპოვებული ბეჭდის მსგავსია ცაგერის მუზეუმში დაცული ბეჭედი სოფ. უსახელოში აღმოჩენილი კომპლექსიდან (აფაქიძე და სხვ. 1955:203-204 ). ცაგერის ისტორიულ მუზეუმში სოფ. უსახელოდან კომპლექსის სახით შემოსული ნივთები უცნობია. აღნიშნული ბეჭედი მუზეუმში მოხვდა 1938 წელს და აღმოჩენილია ცხეთაში მიწის სამუშაოების დროს (სულავა 1996:53,კატ.№ 127).
     ამგვარად, ლეჩხუმის ამ ცნობილი სოფლის, დეხვირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობაზე მიგვითითებს ჩამოთვლილი არქეოლოგიური კომპლექსის (გვიანბრინჯაო-რკინის ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი, შუა საუკუნეების დეხვირის ციხეები) არსებობა, რაც იმის დადასტურებაა, რომ ამ ადგილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ძვ.წ. I ათასწლეულიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით ანუ ფაქტობრივად, ამ რეგიონს, რომელიც შუა საუკუნეებში მაკონტროლებელ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, განსაკუთრებული მდგო-მარეობა ეკავა მრავალი საუკუნის განმავლობაში.
     ყვავიქედას ნასახლარის გათხრებისას აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების მიხედვით დასტურდება, რომ აქ დამჯდარი მიწათმოქმედი-მესაქონლე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მეტალურგიასთანაც იყო დაკავშირებული, ამაზე აქ აღმოჩენილი ქვის უნიკალური ყალიბიც მიგვითითებს. განვითარებულ მეტალურგიაზე მეტყველებს ასევე აქვე შემთხვევით აღმოჩენილი და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ზოდი და ბრინჯაოს ნაკეთობები – კოლხური ცული, თავხვია და ბოთლისებური საკინძი, ლაგამი (სულავა და სხვ. 2012).
     ყვავიქედას ნასახლარის სიახლოვეს, კერძო მოსახლის ეზოში, აღმოჩნდა ბრინჯაოს ხარის მცირე ზომის სკულპტურა. ანალოგიური სკულპტურები დამახასიათებელია კოლხური ბრინჯაოს კულტურის სამაროვნებისათვის (იშვიათად განძებისათვის) და აქაც სამაროვნის არსებობას გვავარაუდებინებს (სულავა და კოპალიანი 2012; სულავა 2013).
     ყვავიქედას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე კი სოფელ ცხეთაში და ადგილ გვარინაზე შესწავლილი ანტიკური ხანის სამარხების მასალა (ფიბულები, მძივსამკაული, კერამიკა) მიუთითებს რეგიონის გარესამყაროსთან ფართო ურთიერთობაზე. როგორც ნასახლარზე, ასევე სამაროვანზე გამოვლენილი მასალა (საინკრუსტაციო მასალის ჩამოსასხმელი ყალიბი, ფიბულები, სამკაული, მძივსამკაული, კერამიკა) მნიშვნელოვანია არამარტო ქართული არქეოლოგიისათვის, არამედ მთელი კავკასიის, შავიზღვისპირეთისა და მედიტერანული არქეოლოგიისათვის. წყაროებში ასახული დეხვირის ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, უპირველეს ყოვლისა, მისი მდებარეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. იგი აკონტროლებდა მდ. ცხენისწყლის ხეობიდან მდ. ლაჯანურის ხეობაში მიმავალ გზებს. აქედან კარგად ჩანს ცაგერის ქვაბული და ლაჯანურის ხეობა, ანუ ლეჩხუმის ორი პროვინციის (,,ქუეყნის’’), ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ორი ხეობის, ,,გადაღმა ლეჩხუმისა’’ და ,,გადმოღმა ლეჩხუმის’’ უდიდესი ნაწილი. დეხვირის ციხის მფლობელის თვალსაწიერში იქნებოდა მოქცეული სამეგრელოსკენ, სვანეთისა და რაჭისაკენ მიმავალი გზებიც. დეხვირის ციხის ვახუშტი ბაგრატიონისეული აღწერაც ამას ადასტურებს: ,,ლეჩხუმის საშუალსა, ცხენი¬სწყლის ზეით კლდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა (ანუ ლეჩხუმისა – ნ. ს.), რამეთუ რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად’’ / „ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად“ (ვახუშტი 1941;ბერძენიშვილი და სხვ. 1983:37,66; გამყრელიძე და სხვ. 2013:178-179).
     ხალხური გადმოცემის თანახმად წმ. მაქსიმე აღმსარებელი (წმიდანთა ცხოვრება 2001) თავდაპირველად დეხვირის ციხეში მოსულა, ხოლო მეზობელ სოფ. ჩხუტელში მისი სახელობის მამათა მონასტერი არსებობდა.
     როგორც ვნახეთ, დეხვირის შესახებ პირველ წერილობით ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონი. ამ ცნობის შინაარსით უნდა ვივარაუდოთ, რომ ისტორიული წყარო აქ განვი-თარებული ან გვიანი შუა საუკუნის ციხის არსებობაზე მიგვანიშნებს. ამასთან საფი-ქრებელია, რომ დეხვირში ვახუშტის აღწერის დროს არ არსებობდა ხილულად შემო-ნახული, რამდენადმე გამორჩეული საკულტო ან საერო ნაგებობა; წინააღმდეგ შემთხვე-ვაში ვახუშტი ბაგრატიონი, თუკი მისი აღწერების მეთოდიკას გავითვალისწინებთ, უთუოდ მოი¬ხსენიებდა მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ სხვა, მოქმედ თუ მიტოვებულ ობიექტებსაც კი.
     2021 წელს ლეჩხუმში ,,დეხვირის ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის’’ მონახულებამ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საკვლევი ობიექტი – აკლდამა, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა და გვაფიქრებინა, რომ საინტერესო და კონტრასტული რელი¬ეფი, რომელიც დეხვირის არქეოლოგიურ არეალზეა წარმოდგენილი, თითქმის დანა¬მდვილებით მეტყველებს მიწის საფარქვეშ სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვან ძეგლთა კომპლექსების არსებობაზე (სურათი 1,2).
     ამგვარად, ამჯერად ჩვენი კვლევის საგანია და ყურადღება გვინდა გავამახვილოთ 2017 წელს ,,ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის’’ (ხელმძღვ. ნ. სულავა) შუა საუკუნეების მკვლევარი ჯგუფის (არქეოლოგიურ კვლევებს წარმართავდნენ როლანდ ისაკაძე და შალვა ბუაძე) მიერ გამოვლენილ ახალ არქეოლოგიურ ობიექტზე, კერძოდ კი, მისი ფუნქციის იდენტიფიკაციის საკითხზე. აღნიშნულ სეზონში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმში, დეხვირის გორაზე, სადაც არქეოლოგებმა კულტურული მემკვიდრეობის სხვა ნაშთებთან ერთად გამოავლინეს საინტერესო ნაგებობა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია − „საყდარი“ (ისაკაძე და ბუაძე 2016 ; ბუაძე და ისაკაძე 2018:144-147). ეს გახლავთ გორის სამხრეთი კალთის ძირში, №11 საცდელი თხრილი მეშვეობით გამოვლენილი, ქვის ნათალი კვადრებითა და დუღაბით აშენებული ნაგებობა ორსაფეხურიანი ცოკოლით (ზომები – 3.8მ × 4.8მ).
     ჩვენი დაკვირვებითა და ანალიზით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ძეგლის გამთხრელი არქეოლოგების მოსაზრების მიუხედავად გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს ნაგებობა, თავდაპირველად მაინც, არა ქრისტიანულ ტაძარს, არამედ გვიანანტიკურ ან ადრეული შუა საუკუნეების დასაკრძალავ აკლდამას (კამერას) წარმოადგენდა. ჩვენი ვარაუდის არგუმენტები ასეთია:
     1. გათხრების ანგარიშში ვკითხულობთ − ,,ინტერიერში აღმოსავლეთის კედელი სწორხაზოვანია. მცირე ზომებიდან გამომდინარე საკურთხეველი გამოყოფილი არ არის და არც კანკელის მოწყობის კვალი ჩანს’’. საქართველოში ცნობილია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიები, რომელთა აღმოსავლეთ ნაწილები ბოლოვდება სწორკუთხოვანი საკურთხე¬ვლებით, მაგალითად: შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარბის განაპირა მხარეს მდებარეობს წმ. მარინეს ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი ბოლოვდება სწორკუთხა საკურთხევლით. მის მოსაწყობად გარკვეული გრძივი ნიშნულიდან ჩრდი¬ლოეთის და სამხრეთის კედლები 20 სმ-ის სიგანის მხრებით სქელდება, რაც აღმოსავლეთ კიდეში მართკუთხა გეგმარების ფართო ნიშას ქმნის (დვალი (რედ.) 1990:75). მსგავსი გეგმარების დარბაზული ეკლესიები აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონშიც გვხვდება. მათ რამდენადმე პრიმიტიული აღნაგობის, საყოველთაოდ გავრცელებული აფსიდური ფო¬რმი¬სგან განსხვავებული, მაგრამ მაინც სავსებით კანონიკური გეგმარების საკურთხევლები გააჩნიათ.
     მართკუთხა საკურთხევლიანი ბაზილიკები თუ დარბაზული ეკლესიები საკმაოდ გავრცე-ლებული ყოფილა IV-V საუკუნეების (ბახტაძე და სხვ. 2020:48-50 ) ჩრდილო-დასავლეთ სირიაში; სპონტანურად ადრებიზანტიული სამყაროს სხვა ქვეყნებშიც გვხვდება (მათ შორის საქართველოშიც). როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანულ მოძღვრებაში, საეკლესიო არქი¬ტექტურული ნორმებით საკურთხეველი ტაძრის საკრალური სივრცეა. ის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისგან მკაფიოდ გამოყოფილი, ამაღლებული ადგილია, სამსხვე¬რპლოა, რომელიც განკუთვნილია საიდუმლო წესების შესასრულებლად. ამიტომ ზოგადად ქრისტიანულ სამყაროშიც კი, თითქმის წარმოუდგენელია დეხვირში გამოვლენილი ნაგე¬ბობის მსგავსი აღნაგობის ეკლესია, სადაც რაიმე განმაცალკევებელი, ვერტიკალური თუ ჰორიზონტული ნიშნულიანი არქიტექტურული დეტალიც კი არ არსებობდეს ძირითადი სივრცის (ნაოსის) და საკურთხევლის გამყოფ ზღვრად; ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია გვიანი შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურის სრული დეკადანსის ამსახველი, მეტად უმწეო სამშენებლო ტექნიკით ნაგები რამდენიმე სასოფლო სამლოცველო.
     2. ასევე, არქეოლოგიური ანგარიშის მიხედვით საინტერესოა არტეფაქტების აღმოჩენის ადგილი − „ეკლესიის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლის ფასადებზე მილექილ ნგრევის ფენასა და ინტერიერში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან შედარებით ზუსტად თარი¬ღდება ყავისფერი კონცენტრული ხაზებით შემკული, თეთრ ანგობზე ყვითლად მოჭიქული გვიანბიზანტიური ჯამის ორი ფრაგმენტი. ამ ფენას ზემოდან აზის დაძრული ფენა, რომელშიც დაახლოებით იმავე პერიოდის მოუჭიქავი კერამიკა და ფაიფურის ფრაგმე¬ნტი აღმოჩნდა“. მოცემული სურათიდან კარგად ჩანს, რომ კერამიკა ძირითადად ნაგებობის გარე პერიმეტრზეა მიკვლეული, რომელიც თავისუფლად შეიძლება ბორცვიდან ჩამოშლილ კულტურულ ფენიდან მოხვედრილიყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ნაგებობის ფუნქ¬ცი¬ო¬ნირების პერიოდთან. ამდენად, ნაგებობის თარიღის განსასაზღვრად ეს მასალა შეიძლება არც გამოდგეს.
     3. როგორც გამთხრელი-არქეოლოგები აღნიშნავენ – „ეკლესიის აღმოსავლეთით გორის სამხრეთ–აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის ფერდობების გზისპირა ჭრილებში სამ ადგილზე ფიქსირებულია თირში შეჭრილი და ნგრევის ფენითა და მიწით შევსებული სხვადა¬სხვა ზომის სამი სივრცე. ეკლესიის გათხრების გამოცდილების გათვალისწინებით ამ სივრცეებში ანალოგიური წესით მოწყობილი სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობაა სავარაუდო“. ეს ფაქტიც გვიძლიერებს იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ ამ ფართობებზე შეიძლება საქმე გვაქვს გამორჩეული, მაღალი იერარქიის პირების ნეკრო¬პოლთან. შესაძლოა მომავალი კვლევებით ამ სივრცეებში სხვა, მსგავსი ტიპის ნაგებობებიც გამოვლინდეს მეტნაკლებად კარგად შემორჩენილი არქიტექტურით და თანადროული არტეფაქტებით.

შემაჯამებელი მოსაზრებები

ზემომოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, აგრეთვე, სხვა აკლდამებთან შედარების საფუძველზე (მცხეთის აკლდამა, აკლდამები ხორნაბუჯის მიდამოებში (მათიაშვილი 2016:4-7; სინაურიძე 1968:47-58), შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფრიად მნიშვნელოვან აღმოჩენასთან.
     ამ აღმოჩენას კიდევ უფრო უმყარებს საფუძველს ზემოთ მოტანილი არქეოლოგიური მონაცემები, როგორც განათხარი, ასევე შემთხვევით აღმოჩენილი, რომელთა მიხედვითაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. IV – ახ.წ. IV სს-ის ცხეთის სამაროვანზე დაკრძალული ინდივიდები საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურად დაწინაურებულ ფენას წარმო¬ადგენდა. ამაზე მეტყველებს დასაკრძალავი ინვენტარი (ოქროსა და ვერცხლის მტევნისებური საყურე, ოქროს ბეჭედი და სარდიონის ბეჭდის თვლები, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ოქროს მინაბაძები, იმპორტული ფიბულების და მძივ-სამკაულის დიდი ასორტიმენტი, ბრინჯაოს აბზინდები, რკინის იარაღი) რაც შეეხება მათ ნასახლარს, იგი ჯერ არ არის აღმოჩენილი, თუმცა სადღაც აქვე, სიახლოვეს უნდა ვივარაუდოთ; გასათვალისწინებელია ის მანძილები, რომლითაც დეხვირის აკლდამის ტერიტორია დაშორებულია ცხეთისა და გვარინას ნასახლა¬რებისაგან და სამაროვნებისაგან, სულ რაღაც ორი-სამი კმ-ით.
     კვლევის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა იმ მოსაზრების გამყარების შესაძლებლობაც, რომელიც გამოთქმული იყო ადრე, ერმიტაჟში დაცული ოქროს ნივთების კოლექციის კვლევისას (სულავა 1989ბ; სულავა 1996: 68-78), კონკრეტულად კი ,,უსახელოს მედალიონთან’’ დაკავშირებით (სურათი 3). იგი 1911 წელს მოხვდა სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში და თავისი უნიკალურობის გამო მაშინვე მიიქცია მრავალი მეცნიერის ყურადღება. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ინტალიო არაჩვეულებრივი ტექნიკითაა შესრულებული – ნახევარსფეროსებურ ოქროსფერ ციტრინზე, რომლის ამობურცული მხარე მოქცეულია მედალიონის ფასადზე, უკანა ბრტყელ მხარეზე კი, რომელიც მოქცეულია ქვევით, შესრულებულია კვეთა, რომელიც თავის მხრივ მოპი¬რკეთებულია ოქროს ფურცლით – ფოლგით; იქმნება ერთგვარი ჰოლოგრამის ეფექტი. ამგვარი ტექნიკით შესრულებული ჭრილა ქვები, ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოდან არის ცნობილი (ლუციუს ვერუსი – ციხისძირიდან და აქტეონი – არმაზისხევიდან (სულავა 1996:70, იქვე, მით. ლიტ.). ჭრილაქვა ჩასმულია ოქროს მედალიონში, რომელიც თვლებით, წნული ორნამენტითა და ცვარათია შემკული. ანალოგიური ნივთები ხელისუფლების ინსიგნიად მიიჩნევა, და როგორც ადრე გამოითქვა ვარაუდი – “გვიანანტიკური ხანის ლეჩხუ¬მში შეიძლება დავინახოთ ის მცირე პოლიტიკური ერთეული, რომელიც გახდა საფუ¬ძველი ლეჩხუმ-თაკვერის საერისთაოს ჩამოყალიბებისა, რასაც ასე დაჟინებით იხსენიებს ,,ქართლის ცხოვრება“ (სულავა 1996: 68-78).
     სოფელ უსახელოსთან და სტატიაში წარმოადგენილ აკლდმასთან დაკავშირებით საინტე-რესოა ერთი გარემოება, რაც გარკვეული ვარაუდის საფუძველს იძელვა. კერძოდ, სოფელი უსახელო მდებარეობს მდ. ლაჯანურის ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს და დეხვი¬რიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული; უსახელოში დეხვირიდან თავი¬სუფლად შეიძლება გადასვლა რამდენიმე გზით, ფაქტობრივად ეს ორივე სოფელი შეიძლება ერთ კულტურულ-სოციალურ ერთეულად მოვიაზროთ, მით უმეტეს, რომ ცხეთა-დეხვირის ანალოგიური ანტიკური ხანის კულტურული ფენების არსებობა უსახელოშიც ჩანს (სულავა 1996:65-68); თუ სოფელ უსახელოში ანალოგიური არქეოლოგიური ვითარება არ დადასტურდა, რაც სახეზეა დეხვირის ტერიტორიაზე (იგულისხმება აკლდამა, სამაროვანი, ციხეთა ნაშთები), ჩნდება ცდუნება ვივარაუდოთ, რომ უსახელოს ოქროს ნივთების კოლექცია დეხვირის აკლდამაში დაკრძალულთა კუთვნილებად მივიჩნიოთ, რაც მძარცვე¬ლების ხელში მოხვე¬დრის შედეგად აღმოჩნდა ერმიტაჟში. ამ ვარაუდის დადა¬სტურების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარდება ის მოსაზრება, რომ, „გვიანანტიკური ხანის ლეჩხუმში შეიძლება დავინახოთ ის მცირე პოლიტიკური ერთეული, რომელიც გახდა საფუძველი ლეჩხუმ-თაკვერის საერისთაოს ჩამოყალიბებისა“ (სულავა 1996:68-78).
     თუ აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდება, რისი აუცილებლო¬ბაც სახეზეა, და ჩვენი მოსაზრების დამადასტურებელი ახალი აღმოჩენები გვექნება, ეს იქნება არამარტო დეხვრის მხარისა და ლეჩხუმისათვის არამდე მთელი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც დიდ სიახლესა და ახალ გარემოებებს შესძენს საქართველოს არქეოლოგიურ კვლევებს და გააღრმავებს ინტერესს ლეჩხუმის მიმართ.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

წყაროები:

აგათია სქოლასტიკოსი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი II:23-187, 1936. თბილისი:ტიფლისის უნივერისიტეტის გამოცემლობა
აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, ალ. გამყრელიძე და ს. ყაუფჩიშვილი (რედ).1959 თბილისი : საბჭოთა საქართველო.

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის (რედ.)1941,თბილისი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

თეოდოსი განგრელი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I:38-57, 1941. თბილისი:მეცნიერება

პროკოპი კეისარიელი, ს.ყაუფჩიშვილი (რედ.) გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები
საქართველოს შესახებ, ტომი II:43-97, 1965. თბილისი: მეცნიერება


ლიტერატურა:


აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე, გ. 1955. მცხეთა, არქეოლოგიური კვლეევა-ძიების შედეგები. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ.განათხარის მიხედვით. ტ. I. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ბახტაძე ნ., მამიაშვილი ვ., გაბეხაძე ბ., ჩხვიმიანი ჯ. 2020. ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები. თბილისი. 48-50.
ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურულია ლ. 1983. ლეჩხუმი. თბილისი: მეცნიერება.

ბუაძე შ., ისაკაძე რ., ჩიკოიძე, მ. 2018. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) ექსპედიციის შუა საუკუნეების რაზმის მიერ 2018 წელს დეხვირის ციხეზე ჩატარებულის არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. თბილისი: საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

გაბიძაშვილი გ., სახაროვა, ლ., სულავა, ნ. 2004. „ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიების შედეგები (1989-1991 წწ.)“, საქართველოს არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი 1989-1992 წლებში. 121-123.

გამყრელიძე გ., მინდორაშვილი, დ., ბრაგვაძე, ზ., კვაჭაძე, მ. 2013. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ისაკაძე რ., ბუაძე შ. 2016. ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) ექსპედიციის შუასაუკუნეთა რაზმის მიერ 2016 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში. ხელნაბეჭდი.

ლეთოდიანი დ. 2003. ძიებანი. თბილისი: არტანუჯი.

მათიაშვილი ნ. 2016. მცხეთის აკლდამა. თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

სახაროვა ლ. 1966. გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა ცხენისწყლის ხეობაში. ისტორიის. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი.

სახაროვა ლ. 1967. „ანტიკური ხანის სამარხები“, საბჭოთა ხელოვნება, 9:79-80.

სახაროვა ლ. 1976ა. ბრინჯაოს განძები ლეჩხუმიდან. თბილისი: მეცნიერება.

სახაროვა ლ. 1976ბ. „ლეჩხუმის 1970-71 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები“.მაცნე 3:96-104.

†სახაროვა ლ., სულავა ნ. 2014. „ცხეთის ნასახლარი (ლეჩხუმის 1970-71 წწ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები).“ (რედ. ნ. სულავა) ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები I: 67-87.

სინაურიძე მ., 1968. „ქიზიყის 1938-1939 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები“. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXV-B:47-58.

სულავა ნ. 1988., „ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ლეჩხუმიდან (სოფელი უსახელო)“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 2:109-116.

სულავა ნ. 1989ა., „ფიბულები ცხეთის ანტიკური ხანის სამაროვნიდან“. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტომ.133, 2: 441-444.

სულავა ნ. 1989ბ. „ანტიკური ხანის სამკაულები ლეჩხუმიდან,“ საბჭოთა ხელოვნება, 5: 51-58.

სულავა ნ. 1990. ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები მთიანი კოლხეთიდან (ლეჩხუმი). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია. თბილისი: არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

სულავა ნ. 1996. მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში. თბილისი: მეცნიერება.

სულავა ნ. 2003. „ლეჩხუმში აღმოჩენილი მცირე ზომის ყალიბის შესახებ“, ძიებანი, 10: 31-35.

სულავა ნ., კოპალიანი ნ. 2012. „ცაგერის ისტორიული მუზეუმის ახალი ექსპონატი.“ 2012. გაზეთი – ლეჩხუმი, 7:14.

სულავა ნ. აღაპიშვილი თ., კოპალიანი ნ., ქორიძე ი., პატარიძე მ., ბაქრაძე ი., ჩაგელიშვილი რ., მამარდაშვილი გ. 2012. ცაგერის ისტორიული მუზეუმი. ალბომი. თბილისი.

სულავა ნ. 2013. „ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ლეჩხუმიდან – ბრინჯაოს ხარი.“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე IV:49-13.

სულავა ნ. 2014. ცხეთის სამაროვანი. ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები, I. თბილისი. 87-97.

სულავა ნ. 2018. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2017 წელს
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 232-238.

სულავა ნ. 2019. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 246-250.

სულავა ნ. 2020. „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში“. 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. საქართველოს კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისი. 350-354.

დვალი, თ. (რედ),1990. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V.თბილისი:საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. 75.

Сахарова Л.С. 1966. Позднебронзовая культура ущелья реки Цхенисцкали. Автореф. диссерт. к.и.н. Тбилиси: Институт истории, Академии наук Грузинской ССР.

Sulawa N. 2001ა. „Letschchumi – eine bedeutendste frühe Metallurgie – Region in der Kolchis“. GEORGIEN, Schätze aus dem Land des goldenen Vlies. Gambaschidze/A. Hauptmann/R. Slotta/U. Yalçin (Hrsg.). Bochum. 186-187. „Gussform.“ GEORGIEN, „Schätze aus dem Land des goldenen Vlies“. Gambaschidze/A. Hauptmann/R. Slotta/U. Yalçin (Hrsg.). Bochum. 375.

Sulava, N. 2008. „On a small mould discovered in mountainous Colchis“. Ancient mining in Turkey and the Eastern Mediterranean (AMITEM). Ankara. 299-305.