საავტორო უფლებები

  • სტატიის არაქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს
  • ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ უფლებას მათ თარგმანზე და ვიზუალურ დამუშავებაზე
  • ავტორებს აქვთ უფლება გააკეთონ ჟურნალში გამოქვეყნებული საკუთარი სტატიის რეპროდუცირება, იმ პირობით, რომ ჟურნალის რედაქციას ამის შესახებ წერილობითი სახით წინასწარ ეცნობება
  • ჟურნალის სტატია ან მისი რომელიმე ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ მიზნისთვის(მათ შორის კომერციული), იმ პირობით თუ მოხდება მისი სრული ციტირება
  • ჟურნალი ახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვას და კრიტიკას აკადემიურ სივრცეში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ავტორებს აქვთ უფლება, რედაქციას სთხოვონ ნაშრომის გასწორება, რაც აისახება ვებ-გვერდზე
  • ჟურნალი პასუხისმგებელია სტატიის რედაქტირების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. ავტორსა და სარედაქციო საბჭოს წევრებს შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, ავტორმა და სარედაქციო საბჭოს წევრებმა უნდა განაცხადონ ამის შესახებ, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს რედაქტორი
  • ავტორები პასუხისმგებლები არიან სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე
  • იგი ვალდებულია ყველა გამოყენებულ წყაროს გაუკეთოს შესაბამისი ციტირება და გამორიცხოს პლაგიატიზმი. ამასთანავე აუცილებელია სტატიის მუშაობაში მონაწილე ყველა პირის შესაბამისი მითითება
  • სტატიაში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, ყველას აქვს უფლება მიმართოს სარედაქციო საბჭოს და მოითხოვოს მასზე შესაბამისი რეაგირება.