Some Aspects of Raw Material Processing and Possible Techniques of Dmanisi’s Paleolithic industry: The Result of Typological and Experimental-Technological Studies
David Jvania, Rusudan ChagelishviliMoambe,Georgian National Museum. Issue X (55-B), pp.1-16
Published: August 2022
Keywords: Paleolithic technologies, Experimental archaeology Dmanisi
Abstract
This article describes a first attempt to study the technologies of the Dmanisi Paleolithic industry. To reconstruct the complete technological process, a distribution map of the raw material used by the Dmanisi hominids was created, then raw materials for our experimental study were collected from the same places as were used by Paleolithic hominins. The article discusses the results of the experimental technological studies using amphibolite and tan tuff as a raw material. The original archaeological artifacts are compared with the experimental industry made with the same raw material. Both industries were created by applying the hard hammer techniques
შესავალი
დმანისი, ადამიანის ევოლუციის და განსახლების პროცესების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილსაპოვებელს წარმოადგენს. იგი თავის თანადროულ ძეგლებს შორის გამოირჩევა ჰომინინების ნაშთების, ქვის იარაღის, ინდუსტრიაში გამოყენებული ნედლეულის, ფლორის და ფაუნის სიმდიდრით. აგრეთვე, ნამარხების დაცულობის ხარისხით და ჰომინინების ინდივიდების ასაკის ფართო დიაპაზონით. ამავე დროს, დმანისის ქვედაპალეოლითურ სადგომზე აღმოჩენილი ჰომი¬ნინების (homo ergaster) ნაშთები უძველესია მსოფლიოში (1,78 მლნ.წ.), თუ არ ჩავთვლით აფრიკას, საიდანაც მოხდა ჰომინინების განსახლება დანარჩენ კონტინენტებზე. ძეგლის ასაკი არაე¬რთხელაა განსაზღვრული აბსოლუტური დათარიღების მეთოდებით (40Ar/39Ar და K/Ar), რასაც პალეომაგნეტიზმის მონაცემები (ოლდუვაის სუბქრონის დასასრული) და შედარებითი პალეონტოლოგიური დათარიღების შედეგებიც ადასტურებს [Toth:1987: 763-787]
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დმანისში ჰომინინების ახალაღმოჩენილი ნამარხ ნაშთებთან დაკავშირებით, არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებში. ინტერდისციპლინური კვლევების ერთ-ერთი მიმართულება, ცხადია, იყო ქვის ინდუსტრიის შესწავლაც, რაც მუდმივად იყო დმანისის პალეოლითური სადგომის მულტიდისციპლინური კვლევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩატარებულ საკმაოდ მრავალრიცხოვან და ნაყოფიერ კვლევებში დმანისის ინდუსტრია შეისწავლებოდა მხოლოდ ტიპოლოგიური თვალსაზრისით, რაც ქვედაპალეოლითური ინდუსტრიის სრულად გასაგებად არაა საკმარისი. წარმოდგენილი სტატია დმანისის ინდუსტრიის კვლევაში ტექნოლოგიურ-ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენების პირველი მცდელობაა. მისი მიზანია შეივსოს არსებული წარმოდგენები დმანისის ინდუსტრიაზე და მის შემქმნელ ჰომინინების ქვის დამუშავების ტექნოლოგიაზე.
დმანისის პალეოლითური ინდუსტრიის დამზადებისას გამოყენებული ტექნოლოგიის დასადგენად ჩასატარებელი ექსპერიმენტული სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაგვე-თვალისწინებინა, რომ ოლდუვაურ ინდუსტრიებში იარაღის საბოლოო ფორმას განა-პირობებს არა იმდენად დამზადების ტექნოლოგია, რამდენადაც – ნედლი მასალა. სწორედ ნედლეულის მრავალფეროვნებასთან იყო დაკავშირებული დმანისის არტეფაქტების ირგვლივ სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა, სადაც ერთი მხრივ უკიდურესად პრიმიტიულ ფორმებთან ერთად, საკმაოდ ნატიფი ნივთებიც გვხდება. ნედლი მასალის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ქვედაპალეოლითურ ინდუსტრიებში, ბოლო ათწლეულებში ძალიან დამაჯერებელი ტექნოლოგიური კვლევები აქვთ ჩატარებული ნიკოლას ტოტს, მოჰამად სანუნის და სხვებს. მათი კვლევები აფრიკულ ძეგლებს ეფუძნება [Toth:1987: 763-787].
დმანისის ინდუსტრიაში დადასტურებულია 50-მდე სხვადასხვა ნედლი მასალა. შედა-რებისთვის, დაახლოებით თანადროულ აფრიკულ ძეგლებზე ერთი, ორი, ან რამდენიმე ნედლეულისგან დამზადებული არტეფაქტები გვხვდება. შესაბამისად, იარაღის ფორმებიც დმანისში ბევრად უფრო მრავალფეროვანია და მთლიანობაში, ინდუსტრია უპრეცედენტოდ არაერთგვაროვანია. ეს დამატებით ართულებს მხოლოდ ტიპოლოგიური კვლევით, ექსპერი¬მენტების გარეშე, დმანისელი ჰომინინების ტექნოლოგიების და ქცევის გაგებას.
ნედლეულის მოპოვება იარაღის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის პირველი ნაწი-ლია. შესაბამისად, პალეოლითური ტექნოლოგიის რეკონსტრუქციისას შევაგროვეთ ნედლი მასალა იგივე გამოსავლებიდან, რომლითაც დმანისელი ჰომინინები სარგე-ბლობდნენ. ნედლეულის აკრეფის მიზნით ჩატარდა 5 ექსპედიცია მაშავერას, ფინეზაურის და მათი შენაკადების: ლოქჭანდარის, შავწყალას (ვარძაგარა, ყარასუ), ჩათახის ხეობებში. ექსპედიცია, პარალელურად, აგროვებდა ინფორმაციას და ადგენდა დმანისის ინდუსტრიაში გამოყენებული ნედლი მასალის გავრცელების რუკას (სურათი1). ექსპედიციების მიერ მასა¬ლა შეგროვდა ფინეზაურის ხეობაში, სოფელ პატარა დმანისთან ორ ადგილას (GPS – N 0444602; E 4575009; H-872 მ. და GPS – N 0474902; E 4495117; H-889 მ.); შავწყალას ხეობაში სოფელ მამიშლოსთან (GPS – N 0680321; E 0378024; H-913 მ.), სოფელ საფარლოსთან (GPS – N 0578394; E 0564282; H-874 მ.) და სოფელ ამამლოსთან (GPS – N 0650374; E 0577194; H-928 მ), ასევე შუა საუკუნეების ხანის დმანისის ციტადელის სამხრეთ ფერდზე. სულ შეგროვდა ნედლი მასალის 3,500-მდე ერთეული, რომელიც მხოლოდ ზომის მიხედვით შეირჩა. შეგროვებული მასალის ნედლეულის იდენტიფიკაცია ან შერჩევა არ მომხდარა. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია მხოლოდ ორ ნედლ მასალაზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგები (64 ექსპერიმენტი. ნედლი მასალის შესახებ იხილეთ ქვემოთ). ამასთანავე, მოცემულია ორიგინალურ ინდუსტრიაში წარმოდგენილი იგივე ორი ნედლეულისგან დამზადებული არტეფაქტების ნაწილის (511 ც. მხოლოდ მეორე უბნიდან) ტიპოლოგიური შემადგენლობა. აღნიშნული ორივე კვლევის (ექსპერიმენტული ნიმუშები და არქეოლოგიური მასალა) მონაცემების საფუ¬ძველზე, სტატიაში გაკეთებულია შედარებითი ანალიზი. დმანისის არქეოლოგიური გათხრების 14 უბნიდან, მეორე, ყველაზე დიდ ფართობზე გათხრილი უბნის მასალა შეირჩა, რომელიც კატალოგიზირებულია.
Tab.II The scheme of the excavated part of the village remains
შესწავლილ შენობათაგან საცხოვრებელია თერთმეტი ნაგებობა (##2, 3, 5, 11, 12, 13, 14, 17, 20, 21, 23). მათში აღმოჩნდა კერები, თონეები, მოლესილი იატაკის ფრაგმენტები. სამეურნეო დანიშნულებისაა ექვსი ნაგებობა (## 6, 7, 8, 9, 10, 15). მათში გამოვლინდა ქვევრი ან ნაქვევრალები, სამეურნეო ორმოები. რვა ნაგებობა ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და მათი ფუნქციის ბოლომდე განსაზღვრა ვერ მოხერხდა (##1, 4, 16, 18, 19, 22, 24, 25) (ტაბ. I-II).
ნასოფლარზე კარგად ჩანს ნაგებობების დაზიანებებისა და მათი შემდგომი განახლების კვალი. ძირითადად, განახლებულია დაზიანებული კედლები. განახლებების შემდეგ ზოგჯერ ნაგებობათა (##12, 20) სიმეტრიულობადაკარგულია. ზოგიერთი ნაგებობის (##18, 19, 21, 22, 24) მხოლოდ ცალკეული კედლებია შემორჩენილი. #17 ნაგებობაში ხანძრის ორი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ხანძრის შემდეგ სათავსი აღუდგენიათ, მაგრამ ნაგებობის ფართობი შეუმცირებიათ – სამხრეთის კედელი 0,90 მ-ით შიგნით შეუწევიათ. განმეორებითი ხანძრის შემდეგ სათავსი აღარ აღუდგენიათ. ასევე არაა აღდგენილი ხანძრის შემდეგ ##2, 11, 12 სათავსები. სხვა ნაგებობებში ხანძრის ძლიერი კვალი არ გამოვლენილა.
საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობები დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. მათგან მხოლოდ სამია დამხრობილი ჩრდილო-აღმოსავლეთ _ სამხრეთ-დასავლეთით. შენობებისუმეტესობა დასავლეთის მხრიდან კლდეზეა მიდგმული. საე- რთოდ, კლდის ბუნებრივი ძარღვები აქტიურადაა გამოყენებული მშენებლობაში: კლდის ფლეთილი ქვებით აშენებულია საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობების კედლები; ჩამოთლილი და გასწორებული კლდე გამოყენებულია კედლებად; კლდეზევეა დაშე- ნებული ნაგებობის კედლები; მასზე დაყრდნობილია გადახურვის ბოძები; მოსწორებული კლდე ზოგჯერ სათავსის იატაკის ფუნქციასაც ასრულებდა; კლდის დიდი ლოდები გამოყენებულია დასახლების დასავლეთის მხრიდან შემოზღუდვის საშუალებად – ქვაცვენისა თუ სხვა ბუნებრივი მოვლენებისაგან დასაცავად (რამდენიმე ნაგებობაში დადასტურებულია კლდიდან დაცურებული დიდი ლოდები და ღვარცოფის ფენა).
გათხრილი მონაკვეთის მიხედვით, დასავლეთის ფერდზე ტერასულად განლაგებული ნაგებობები ვრცელდება როგორც ჩრდილო-სამხრეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართ- ულებით. რამდენიმე მონაკვეთში დასავლეთით გავრცელებაც დადასტურდა, მაგრამ ეს მონაკვეთი არ შედიოდა გათხრების ზონაში. როგორც ჩანს, არქეოლოგიურად გამოსაკვლევი ტერიტორიის ნაწილზე XX ს-ის შუა წლებში გაკეთდა სამეურნეო დანიშნულების დიდი ტერასა, რომელიც ადრე იხვნებოდა. ბოლო დროს კი იქ ბაღები გაშენდა. სავარაუდოდ, ტერასული დასახლების აღმოსავლეთი ნაწილის ნაგებობათა უმრავლესობა ამ დროს დაინგრა. თითქმის სრული სიმაღლეა შემორჩენილი ნაგებობების დასავლეთ ნაწილში (2,05 მ), მაშინ როცა ყველა შენობის აღმოსავლეთი მხარე ერთ დონეზეა მორღვეული ან სრულად განადგურებული. ტერასულად განლაგებული დასახლების ქვედა და ზედა სათავსების იატაკის დონეებს შორის სხვაობა ცხრა მეტრამდეა (ტაბ.II).
ნაგებობათა კედლები, აშენებულია ჰორიზონტულად დალაგებული ქვის ბრტყელი ნატეხებით, რომლებშიც ჩართულია ვერტიკალურად ჩადგმული დიდი ქვები – ორთოსტატები (ტაბ. IV-3,4). ქვები ერთმანეთთან თიხამიწით, ნაცრისა და ნახშირის ნარევით ყოფილა შეკავშირებული. კედლების ძირში ფრაგმენტულად აღმოჩენილი ამ ნარევის ნაშთები კედლების შელესილობაზეც მიუთითებს. კედლებში სიმეტრიულად განლაგებული ხის სვეტები ნაგებობის გადახურვის ძირითადი საყრდენი იყო (ტაბ. IV-1). სვეტები შემორჩენილია ნახშირის ან ანაბეჭდის სახით. სვეტის ფოსოები დედაქანში ან კლდეშია ამოკვეთილი. ზოგჯერ სვეტები ასიმეტრიულადაა განლაგებული, რაც დაზიანებული სახურავის განახლების შედეგია. ირკვევა, რომ ნახევრად მიწური ნაგებობისათვის ამოჭრილ სივრცეში, თავდაპირველად, იდგმებოდა ხის სვეტები, უმეტესად, ოთხკუთხად გათლილი. შემდეგ აშენებდნენ სვეტებზე მჭიდროდ მიბჯენილ ქვის კედლებს. ზოგჯერ ქვის ნაწილი სვეტის პირზე გადადიოდა. გამომდინარე აქედან, კედლის აშენების შემდეგ ქვებს შორის ხის სვეტის ჩასმა შეუძლებელი იქნებოდა. ნაგებობის გადახურვის კონსტრუქცია, უმთავრესად, ხის სვეტებს ეყრდნობოდა. ნაგებობათა გადახურვის კონსტრუქციის დეტალები არ შემორჩენილა, გარდა #2 სათავსისა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. გადახურვა ბანური უნდა ყოფილიყო. უმეტესად, საცხოვრებელი ნაგებობების ინტერიერში დადასტურებულია კერა, თონეები, დედაბოძის ორმო ან მისი საყრდენი ქვა-ბალიში, სამეურნეო და ნაქვევრალი ორმოები.
განათხარ ნაგებობათაგან უფრო დეტალურად აღვწერთ #2 საცხოვრებელ შენობას, რომელიც ყველაზე უკეთ იყო შემორჩენილი. მისი სიგრძეა 9 მ, სიგანე _ 6,40 მ. სამხრეთ ნაწილში ის რამდენადმე განიერია და აქ კედლებს შორის მანძილი 7,10 მ-ია. კედლის უდიდესი სიმაღლე ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში 2,05 მ-ია (ტაბ.IV-1). ნაგებობა გაემართათ დასახლების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის შემდეგ იწყება დასავლეთი ფერდის ციცაბო დახრა. შენობა საცხოვრებელი დანიშნულების ქვისკედლებიანი ნახევრად მიწურია. აქვს წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა და დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთი _ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (ტაბ.IV-1). აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან ქვის კედლები მიწაზეა მიყრდნობილი. ნაგებობის სამხრეთი კედლის ქვის წყობა არ გამოვლენილა. მის ადგილას გაიწმინდა დიდი ოთხკუთხედად გათლილი, დამწვარი ძელის ნაშთი, რომელიც იდო გრძივი კედლების საყრდენი სვეტების გასწვრივ. თავად ძელის ქვეშ და მის გვერდზე აღმოჩნდა სვეტის ფოსოები. ამ ძელის გასწვრივ უნდა ყოფილიყო ნაგებობა, შემოზღუდული სამხრეთის მხრიდან და შესასვლელიც აქვე ივარაუდება (ტაბ.IV-2; V-1). ამავე მხრიდან ჰქონდა საცხოვრებელ ნაგებობას მცირე ეზო, რომლის კედლის ნაშთები და ხის სვეტის ფოსოებია შემორჩენილი (ტაბ.IV-1). ეზოს სამხრეთ-დასავლეთი კუთხის კედელი გადადის სამეურნეო ორმოსა და გაუქმებულ თონეზე. სამეურნეო ორმოები აღმოჩნდა ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც. ნაგებობას ჰქონდა 3 სმ სისქის მოლესილი იატაკი (ტაბ.V-1,2).
ნაგებობის ქვის კედლები ერთი პრინციპითაა აშენებული. კედლის პირველი, ქვედა, რიგის მოზრდილი ქვიშაქვები ვერტიკალურადაა დალაგებული და 5-10 სმ-ითაა ჩამჯდარი დედაქანში. შემდეგ მათზე ჰორიზონტულად დაწყობილია ბრტყელი ქვიშაქვები, რომლე- ბშიც სიმყარისათვის ჩართულია რიყის ქვა. კედლებში მოწყობილია ნიშები. ნაგებობის კედლები აშენებულია სექციებად, რომელთა შორის გადახურვის საყრდენად ოთხკუ- თხედად გათლილი (25-30 სმ) ხის სვეტებია ჩადგმული (ტაბ. IV-1). ნაგებობის კედლებში ინტერვალებით ასეთი ოთხ-ოთხი სვეტია ჩადგმული. ჩრდილოეთ კედელში, სვეტებს შორის, დაშორება 1,25-1,35 მ-ია, დასავლეთსა და აღმოსავლეთ კედლებში – 2,80-3,20 მ. როგორც ჩანს, ნაგებობის სახურავის სიმძიმე, ძირითადად, განაწილებული იყო ხის სვეტებსა და მხოლოდ ნაწილობრივ – ქვის კედელზე. სახურავის საყრდენი სვეტის ფოსოები აღმოჩნდა ნაგებობის ინტერიერში, განსაკუთრებით, მის ცენტრალურ ნაწილში, კერის გარშემო (ტაბ.IV-1). ასიმეტრიულად განლაგებული ასეთი ფოსოები გამოვლინდა ნაგებობის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ კედელთან, რაც დაზიანებული სახურავის შესაკეთებელი დამატებითი საყრდენები უნდა იყოს. ნაგებობის ცენტრში გამართული კერის წინ და უკან აღმოჩნდა ხის საყრდენი სვეტის ქვეშ დადებული ბრტყელი ქვა-ბალიში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობაში დადასტურებულია ძლიერი ხანძრის კვალი, რამაც შემოგვინახა დამწვარი ძელები (ტაბ.IV-2). მათი უმრავლესობა ერთი ზომისაა – 0,90-1X0,30-0,40 მ. საყურადღებოა ერთი გარემოება: კერის გარშემო ოთხი საყრდენი სვეტისა და ერთი და იმავე ზომის მოკლე ძელების არსებობა სავარაუდოს ხდის, რომ ნაგებობის ცენტრში მოწყობილი იყო გვირგვინი (ერდო). ამაზე მიუთითებს დამწვარი ძელების ცენტრალურ ნაწილში თავმოყრა. ნაწილი მოკლე ძელებისა აღმოჩნდა ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, რაც დამწვარი გვირგვინის ამ მიმართულებით გადავარდნით უნდა აიხსნას (ტაბ. IV-2). თანაბარი ზომის მოკლე ძელების გარდა, გამოვლინდა უფრო გრძელი ძელები, რომლებიც გადახურვის სხვა ნაწილის დეტალებია. დამწვარ ძელებს შორის აღმოჩნდა ხის დეკორატიული ფრაგმენტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ავეჯის ნაწილები უნდა იყოს. ნახანძრალი ხის ნარჩენები, თიხის ჭურჭლის ნატეხები და სხვა საყოფაცხოვრებო არტეფაქტები აღმოჩნდა ყვითელი ფერის დედაქანზე – მოტკეპნილსა და თიხით გადალესილ იატაკზე.
ნაგებობის ცენტრში, ყვითელ თიხნარ დედაქანზე, გამართული კერა შემოსასვლელისკენ (სამხრეთისკენ) იყო მიმართული (ტაბ.IV-1; V-2). იგი შედგენილია დიდი ზომის თავქვისა (1,45X0,45X0,32 მ) და საშუალო ზომის 14 ქვით, რომლებიც მორკალურ (2×1,60 მ) საცეცხლე ნაწილს ქმნის. კერის თავქვა იდო გაუქმებულ პატარა თონეზე. სანაცრეს შუაში ჰქონდა 0,25-0,30 მ-ის ჩაღრმავება, რომელიც შევსებული იყო ნაცრით. შევსებაში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები და რიყის ქვის ორი სანაყი. თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა კერის ქვაზე და მის უკან. სანაცრის შუაში იდო ცეცხლისაგან სამად გატეხილი ბრტყელი ქვა (0,75×0,50 მ). კერის თავქვასთან არსებულ მცირე ჩაღრმავებაში აღმოჩნდა ხის ჭურჭლის დამწვარი ფრაგმე- ნტები.
ნაგებობაში გაიწმინდა ხუთი თონე. მათგან სამი (ერთი _ კერის ქვის; ორი კი გადალესილი იატაკის ქვეშ) გაუქმებულია. კერის გვერდზე არსებულ გაუქმებულ თონეში გამოვლინდა რკინის ძვლისტარიანი სამართებელი (ტაბ.VIII-17). ნაგებობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ორი მოქმედი თონე გვერდ-გვერდ იყო ჩადგმული. მათ ჰქონდათ 4-6 სმ სისქის კედლები, რომლის გარშემო ჩაწყობილი იყო თერმოიზოლაციისათვის განკუთვნილი ძველი თონისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები. ცარიელი ადგილები ნაცრით იყო შევსებული. ერთი თონის სასულე ხვრელზე მიდგმული იყო წყალგაყვანილობის მილი (ტაბ.V-2;VI-5). თონის ძირზე აღმოჩნდა წიფლის დამწვარი ნაყოფით სავსე ქოთანი.
აღნიშნული თონეების გვერდზე, მათგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაიწმინდა მოწნული ჭურჭლის დამწვარი ნაშთი (ტაბ.V-2), რომლის ქვეშ აღმოჩნდა ერთ-ერთი გაუქმებული თონე. მოწნულ ჭურჭელში გამოვლინდა ხორბლის არსებობის ნიშნები. ჭურჭელი დაახლოებით 1 მ სიგრძისა და 0,50 მ სიგანის უნდა ყოფილიყო. წნულის საყრდენი ჯოხები სიმტკიცისათვის ორ ცალადაა შეწყვილებული. გრძივი გვერდები შედგენილია ჰორიზონტული, ხოლო განივი – ვერტიკალური წნულით.
ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა იატაკში ჩადგმული ოთხკუთხა ყუთი (სკივრი), რომლის სამი გვერდი ბრტყელი ფილაქვის იყო, ერთი _ ხის (0,6X0,42X0,40 მ). ყუთში აღმოჩნდა ხანძრისაგან დაზიანებული ხის დამუშავებული დეტალები. ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში, იატაკის დონეზე, მოწყობილი იყო გასასვლელი (0,50×0,45 მ), რომელიც უერთდება ნაგებობის გარეთ გამართულ სამეურნეო ხაროს (ტაბ.IV-1).შენობის დასავლეთი კედლის ძირში, ერთ-ერთი ქვის უკან გამოვლინდა ქვაზე წითელი საღებავით შესრულებული ირმის სქემატური ნახატი (ტაბ.VIII-52). ნაგებობაში აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭელი, რკინისა და ქვის სამეურნეო იარაღები და სხვ. მათგან აღსანიშნავია სპილენძის ორი მონეტა, რომელთაგან ერთი გაურკვეველია, მეორე კი ეკუთვნის რუსუდანს (1223-1245).
ჯოხთანისხევის ნასოფლარის არქეოლოგიური მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალფე- როვანია. გვხვდება კერამიკის ნაწარმი, ლითონის, ქვის, მინის ნივთები და ხის ნაკეთობა. აქვეა აღმოჩენილი ტყავისა და ქსოვილის ნაშთები. კერამიკაში ფუნქციურად გამოიყოფა: სამეურნეო, სამზარეულო, სუფრის, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა დანიშნულების ნაწარმი. სამეურნეო კერამიკის ჯგუფს მიეკუთვნება რელიეფური სარტყლებით შემკული სხვადასხვა ზომის ქვევრები (ტაბ.VI-1). ზოგიერთი ქვევრი გახვრეტილია (საინვ.#1290). ამგვარი ქვევრები, ძირითადად, მარცვლეულის შესანახად იყო განკუთვნილი. ერთ ქვევრზე ჯვრის გამოსახულებაა ამოკაწრული (ტაბ VI-2). სავარაუდოდ, ის საზედაშე ქვევრი უნდა იყოს. მრავალფეროვანია დერგები (ტაბ. VI-3,4). თონეებს შორის გვხვდება მილიანი (საქარიანი) და დახშული თონეები. თონეების საქარეებად გამოყენებულია წყალსადენის მი- ლები (ტაბ.VI-5).
სამზარეულო დანიშნულებისაა კეცები (ტაბ.VI-6).ზოგიერთი ქოთანი 45 ტუჩიანია (ტაბ.VI-7). გვხვდება მილიანი ქოთანიც (ტაბ.VI-8). ქოთნებისთვის დამახასიათებელია შუაში ჩაზნექილი მოზრდილი კოპებით ან მორგვისეული ხაზებით შემკულობა (ტაბ.VI-9-15). მრავალრი- ცხოვანია ქილები და ტოლჩები (ტაბ.VI-16-22). სამზარეულო კერამიკას მიეკუთვნება ჩაფები და კოკები (ტაბ.VI-28), ასევე სხვადასხვა ზომის მოზრდილი ჯამები, რომელთა უმეტესობა შებოლილია (ტაბ.VI-23-27).
სუფრის ჭურჭელთაგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა დოქები: მრგვალპირიანი, ტუჩიანი, მსხლისებურტანიანი, ტანგოფრირებული, კოპებით შემკული, ფეხიანი, წითლად ან შავად მოხატული, შეღებილი და სხვა ნიმუშები (ტაბ.VI-29-39). სუფრის ჭურჭელია ცილინდრულყელიანი “საყვავილეც”(ტაბ.VI-40). მოჩალისფრად გამომწვარი თხელკედლიანი სასმისებისთვის დამახასიათებელია წმინდად განლექილი თიხა. ზოგიერთი მოხატულია წითელი და შავი საღებავით (ტაბ.VI-41,42). ჯამები ფორმა-მოყვანილობით რამდენიმე ტიპად იყოფა (ტაბ.VI-43-55). მოუჭიქავი ჯამები რაოდენობრივად (530-მდე ერთეული) გაცილებით ჭარბობს მოჭიქულ ჯამებს (160-მდე ერთეული). ჩანს, XIII ს-ის 30-იანი წლების შემდეგ, როცა მონღოლთა ბატონობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის, მხატვრუ- ლი კერამიკის წარმოება, მოსახლეობის ყოფაში მკვეთრად იმატა სადა, მოუჭიქავმა ჭურჭელმა. საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკაა წრიული მოყვანილობის ტუჩიანი, ოთხსაპატრუქიანი და “ნიჟარისებური” ჭრაქები (ტაბ.VI-56-59). თიხის ზოგი დისკო გახვრეტილია (ტაბ.VI-60-62). სამშენებლო კერამიკაში გამოირჩევა რამდენიმე აგური და ბრტყელი კრამიტი (საინვ.##1170, 2067, 1177, 1778). ნასოფლარის ნაგებობათა ხასიათიდან გამომდინარე, სამშენებლო კერამიკის ნიმუშები არ ყოფილა გამოყენებული პირდაპირი დანიშნულებით.
მოჭიქული კერამიკის უმრავლესობა ჯამებია. მცირე რაოდენობითაა: სამარილეები, “ნიჟარისებური” ჭრაქები, ვაზები, დოქები, თეფშები, კოტოშები (სააკვნე ჭურჭელი), დისკოები და ა. შ. მოჭიქვის ხერხების მიხედვით, მათგან გამოიყოფა ამოკაწვრით მოხატული და ერთფრად – მწვანედ (ტაბ.VII-1-9), ცისფრად (ტაბ. VII-10-22) და სოსნისფრად (ტაბ. VII-23,24) მოჭიქული ჯამები. ცალკე ჯგუფს ქმნის შიშველ კეცზე ანგობით მოხატული, მწვანედ (ტაბ.VII-25-27), ცისფრად (ტაბ.VII-28-30) ან სოსნისფრად (საინვ.#2147) მოჭიქული ჯამები.
მრავალფრად მოჭიქული ჯამები შემკულია გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით (ტაბ.VII-31-35). გვხვდება ფრინველისა და ჯვრის გამოსახულებიანი ნიმუშებიც (ტაბ.VII-36-38). გამორჩეულია ჯამი, რომელზეც შემორჩენილია ქართული წარწერის მცირე ფრაგმენტი (ტაბ.VII-39). ცალკე ჯგუფს ქმნის მოხატული ჯამები (ტაბ.VII-40-43). მათგან ზოგიერთზე ცხოველები და ჯვარია გამოსახული (ტაბ. VII-44-46). დიდ ინტერესს იწვევს ცისფრად მოჭიქული ვაზები (ტაბ.VII-47,48), რომელთაგან ერთზე ამოკაწრულია კომპოზიცია – კურდღელს მიდევნებული ორი ძაღლი. პირველი ძაღლი კურდღელს პირით დასწვდომია. მის უკან მეორე ძაღლია გამოსახული (ტაბ.VII-47). სხვადასხვა დანიშნულების მხატვრული კერამიკიდან აღსანიშნავია: მწვანედ და ცისფრად მოჭიქული დოქების ფრაგმენტები (ტაბ. VII-49,50. საინვ.## 12, 440, 1445, 1785, 1878), სამარილეები (ტაბ.VII-51-55), “ნიჟარისებური ჭრაქები (ტაბ.VII-56-58), კოტოშები (ტაბ.VII-59-61). აქვეა აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკის ნატეხთაგან დამზადებული გახვრეტილი თუ გაუხვრეტავი დისკოები (ტაბ.VII-62). ჯოხთანისხევის ნასოფლარის კერამიკის სადა და მოჭიქული ნაწარმი მრავალრიცხოვანი პარალელური მასალის მიხედვით კარგად თარიღდება XII-XIII სს-ით [მიწიშვილი მ. 1969: 23-57; მინდორაშვილი 2015: 129-145].
რკინის ნივთების ერთი ნაწილი სამეურნეო-საოჯახო საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ესენია: თოხი (ტაბ.VIII-1), ცული (ტაბ. VIII-2), ხელეჩო (ტაბ.VIII 3), ხერხი (ტაბ.VIII-4), დანები (ტაბ.VIII-5,6), წალდისებური სასხლავები (ტაბ.VIII-7-10), ასტამი (ტაბ.VIII-11), ცხენისა და ხარის ნალები (ტაბ.VIII-12,13), წიდები (საინვ.## 149-152), მახათები და ნემსები (ტაბ.VIII-14,15), სპილენძის ქვაბისა თუ რკინის ყურიანი ტაფისებრი ჭურჭლის ფრაგმენტი (ტაბ.VIII-16). პირადი ჰიგიენის ნივთთაგან გვხვდება სამართებლები, რომელთაგან ზოგიერთს ორნამენტით შემკული ძვლის ტარი ჰქონია (ტაბ.VIII-17-19). ტანსაცმელს უკავშირდება რკინის აბზინდები და სპილენძის ღილები (ტაბ.VIII-20-24, 25). სამკაულთაგან გამოირჩევა სპილენძის საყურე, შემკული მოცისფრო ქვით (ტაბ.VIII-26). განსაკუთრებით საინტერესოა საბრძოლო იარაღები: ხმლის ფრაგმენტი (ტაბ. VIII-27), შუბის ბუნიკი (ტაბ.VIII-28), ფარის უმბონი (ტაბ.VIII-29) და სხვადასხვა ტიპის ისრისპირები (ტაბ.VIII-30-35). რკინის არტეფაქტთაგან აღსანიშნავია აგრეთვე ოთხკუთხაგანივკვეთიანი ლურსმნები (ტაბ.VIII-36). ცხენის აღკაზმულობის ნაწილი უნდა იყოს რკინის რგოლები (ტაბ.VIII-37-41).
მინის ნივთების ერთი ჯგუფი ფრაგმენტულად შემორჩენილი სხვადასხვა ფორმის მომწვანო სასმისებია (ტაბ.VII-63-68). მეორე ჯგუფში ერთიანდება მწვანე, თაფლისფერი, შავი და ლურჯი მინისაგან დამზადებული სამაჯურები. უმრავლესობა გრეხილია. გვხვდება მრგვალ და ბრტყელგანივკვეთიანი ნიმუშებიც (ტაბ.VII-69). ქვის ნივთებია: კევრის კოხები (ტაბ.VIII-43); ჭურჭლის სახურავებად გამოყენებული მრგვალ-ბრტყელი ქვები (საინვ.##878, 990, 991, 1291, 1341); როდინი; ფიქლის, რიყისა და ქვიშაქვის სალესავები თუ სახეხ-საპრიალებლები; სასრეს-სანაყები და სხვ. (ტაბ.VIII-44-51). საბრძოლო დანიშნულებისაა შურდულის ქვა (საინვ. #301).
ძვლისა და რქის ნივთებს შორის გვხვდება ირმის რქების გახეხილ-გაპრიალებული, ნახევრად ნამზადი ნიმუშები (ტაბ.VIII-54). ძვლის ნივთთაგან გამოირჩევა ირმის რქისა და ლულოვანი ძვლებისგან დამზადებული მკელის სათითეები (ტაბ.VIII-56-59). ხის ნივთები წარმოდგე- ნილია ჭურჭლის პირ-გვერდის ნატეხითა და ავეჯის დეტალებით (ტაბ.VIII-60-63).
დიდ ინტერესს იწვევს #2 ნაგებობის კედლის ქვედა წყობაში მიკვლეულ ქვაზე წითელი საღებავით შესრულებული ირმის სქემატური გამოსახულება (ტაბ.VIII-52). ქვა ნახატის მხრიდან მიყრდნობილი იყო დედაქანზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გამოსახულება საგანგებოდ ყოფილა შესრულებული და შემდგომ საგანგებოდვე გადამალული. სავარაუდოდ, ირმის გამოსახულება თილისმად მოიაზრებოდა. ნაგებობაში მცხოვრებთა წარმოდგენით, ირემს უნდა დაეცვა მათი ოჯახი უბედურებისგან, მოეტანა სიკეთე და სიუხვე. ირმის გამოსახულებიან ნახატს მითოსურ-სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ამგვარი მტკიცების საფუძველს იძლევა მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა თუ ქართულ ყოფაში შემორჩენილი ღვთაებრივ ირემთან დაკავშირებული მითოსური გადმოცემები.
სპილენძის შვიდ მონეტათაგან ცუდი დაცულობის გამო ერთი საფასე ვერ ისაზღვრება (ტაბ.VIII-64). დანარჩენთაგან ორი მოჭრილია 1227 წელს და ეკუთვნის მეფე რუსუდანს (1223 1245) (ტაბ.VIII-65,66). ერთი დავით ნარინის (1247-1293) მიერ 1247-48 წლებში თბილისში (?) მოჭრილი ფულია (ტაბ.VIII-67). 1280 წელს მოჭრილი ორი საფასე ეკუთვნის დემეტრე II-ს (1273-1289) (ტაბ.VIII-68,69). ერთი გახვრეტილი (სამკაულად გამოყენებული) მონეტა მონღო- ლური ფელსია, რომელიც, სავარაუდოდ, მანგუ ყაენის (1243-1259) მიერაა მოჭრილი (ტაბ.VIII-70).
აღწერილი მონეტების მიხედვით ჩანს, რომ XIII ს-ში, მიუხედავად მონღოლთა მძიმე უღლისა და ეკონომიკის დაქვეითებისა, ფულადი ბაზარი ჯერ კიდევ საკმაოდ მრავალფეროვანი და განვითარებულია. მონეტები საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ თბილისის გარშემო არსებული სოფლების ეკონომიკური მდგომარეობა და მისი მოსახლეობის ჩართულობა ფულად ურთიერთობებში.
ჯოხთანისხევის განათხარი მასალა მნიშვნელოვანია განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ სოფელთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო საკითხის შესასწავლად. სოფელი გაშენებული ყოფილა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დახრილ ფერდზე, ტერასულად. ქვით ნაგები სწორკუთხა გეგმარების ან მომრგვალებულკუთხეებიანი ნახევრად მიწური შენობები საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულებისაა. მეტი სიმტკი- ცისთვის კედლების წყობაში ჩართული ყოფილა ორთოსტატები. ქვების შემაკავშირებელი მასალა თიხა-ნაცრის ნაზავია. ორთოსტატების გარდა, კედლების წყობაში გამოუყენებიათ ხის ძელებიც. ისინი გამოვლინდა კედლების გაყოლებითაც. ბანური სახურავი, ძირითადად, ეყრდნობოდა კედლების გასწვრივ არსებულ ძელებს. შენობები ისე ყოფილა გადახურული, რომ ერთი შენობის წინა ეზო მეორე შენობის სახურავი იყო. დასახლების ამგვარი ტიპი დამახასიათებლია აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინა და მთის რეგიონებისთვის. ნაგებობების განუყოფელი ნაწილია კერები და თონეები. გასათბობი საშუალების გარდა, კერა და თონე იყო ადგილი, სადაც მიმდინარეობდა უმთავრესი საოჯახო საქმიანობა – საკვების მომზადება, პურის ცხობა. კერის გარშემო ტარდებოდა რელიგიური რიტუალები.
ისტორიულად სოფელი გლდანი და მის გარშემო არსებული დასახლებები, მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისთან და სხვა სოფლებთან ერთად (მაგ., დიღომი) წარმოადგენდა დედაქალაქის ერთ-ერთი მკვებავ რეგიონს. დედაქალაქთან ნასოფლარის ფულად-სასაქონლო ურთიერთობების შედეგი უნდა იყოს გათხრებისას აღმოჩენილი სპილენძის მონეტები.
ნასოფლარის არქეოლოგიური მასალის ანალიზით, შესაძლოა, თვალი გავადევნოთ იმდრო- ინდელი მოსახლეობის სამეურნეო ყოფას და ვიმსჯელოთ განვითარებული შუა საუკუნეების მეურნეობის ცალკეული დარგების შესახებ. საინტერესოა, რომ გათხრებისას აღმოჩნდა რკინის წიდის 40-ზე მეტი ნატეხი და ერთი მოგრძო, სქელი ფირფიტა – ნამზადი (ტაბ.VIII-42). წიდების ასეთი სიმრავლე, აგრეთვე ნამზადის აღმოჩენა და გათხრებისას მიკვლეული სანახშირე ორმოები იმაზე მეტყველებს, რომ სოფელს უნდა ჰქონოდა საკუთარი სამჭედლო, სადაც მოსახლეობისთვის საჭირო რკინის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები მზადდებოდა.
შესაძლოა, ქსოვასთან იყო დაკავშირებული მსხლისებური, გახვრეტილი ქვა, რომელიც, სავარაუდოდ, საქსოვი დაზგის საქაჩი იყო (ტაბ.VIII-53). ქსოვას უნდა უკავშირდებოდეს აგრეთვე ძვლის მოგრძო ნივთი წამახვილებული წვერით (ტაბ.VIII-55).
მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაში წამყვანი ადგილი ეკავა მარცვლეული კულტურების მოყვანას. მეურნეობის ამ დარგის შესახებ საინტერესოა გათხრებისას მიკვლეული მარცვლეულის პალეობოტანიკური ანალიზის შედეგები აქ ყველაზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა რბილი ხორბალი. უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება კულტურული ერთმა- რცვალა. ხორბალთან ერთად გამოვლინდა ჭვავის მარცვლებიც. აქვეა მიკვლეული კილია- ნმარცვლიანი ქერიც, რომელიც უპირატესად, გამოიყენებოდა ლუდის მოსახარშად ან ცხოველების საკვებად. ამ კულტურას განსაკუთრებული ადგილი უკავია ცხენებისა და ხარების რაციონში. პალეობოტანიკური მონაცემების ანალიზის შედეგად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ XII-XIII სს-ში ჯოხთანისხევის მოსახლეობას მოჰყავდა რბილი ხორბა- ლი, კულტურული ერთმარცვალა, ჭვავი და კილიანმარცვლიანი ქერი.
პალეობოტანიკური მონაცემების გარდა, ნასოფლარზე მარცვლეული კულტურების მოყვანა-მოხმარებას უკავშირდება გათხრებისას მიკვლეული მკელისთვის განკუთვნილი ძვლისა და რქის სათითეები (ტაბ.VIII-56-59). ისინი გამოიყენებოდა ყანის მკისას, რათა მკელს მუშაობის დროს თითები არ დაზიანებოდა. მარცვლეულის დამუშავებასთანაა დაკავშირებული ნაგებო- ბებში აღმოჩენილი კევრის კოხები (ტაბ.VIII-43). კევრის საშუალებით ხდებოდა მარცვლეულის გალეწვა – მარცვლის თავთავიდან გამოცალკევება. ჩანს, მოსახლეობას პურეულის საკმაო რაოდენობა მოჰყავდა. ამაზე მეტყველებს ნაგებობებში აღმოჩენილი სამეურნეო ხაროები, რომლებიც, ძირითადად, მარცვლეულის შესანახად იყო განკუთვნილი. სამეურნეო ხაროების გარდა, მოსავლის გარკვეული ნაწილი თიხის დიდ ჭურჭელშიც ინახებოდა. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, #13 ნაგებობაში აღმოჩენილი გახვრეტილი ქვევრი (საინვ. #1290), რომელიც, უთუოდ, მშრალი პროდუქტების, უპირატესად, მარცვლეულის შესანახი უნდა ყოფილიყო. მარცვლეულის დიდი ოდენობით მოყვანა-მოხმარებაზე მეტყველებს აქ მრავლად აღმოჩენილი თონე და კეცი (ტაბ.V-2;VI-6), აგრეთვე, თონიდან თუ კეციდან პურის (ან ვარცლიდან ცომის) ასაფხეკი რკინის ხელსაწყო – ასტამი (ტაბ.VIII-11).
სოფელ გლდანში და მის ახლომახლო ტერიტორიებზე მარცვლეულის ინტენსიურ წარმოებზე მეტყველებს ეთნოგრაფიული მონაცემებიც. XIX ს-ში და XX ს-ის 70-იან წლებამდე გლდანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა. დღევანდელი გლდანის დასახლების V-VIII მიკრორაიონების ტერიტორიაზე, რომელსაც “საბატონო მინდვრები” რქმევია, თესდნენ მარცვლეულ კულტურებს, უფრო მეტად – ხორბალს [ხარაძე კ. 1997: 20]. მარცვლეულის მოყვანასთან დაკავშირებით გლდანსა და მის მიდამოებში დღემდეა შემორჩენილი ტოპონიმები – “კალოები”, “ხოდაბუნები”, “ნადიკვრები” [ზარდალიშვილი გ. 1978: 84]. თუ შევაჯერებთ ნასოფლარის მდიდარსა და მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალას ეთნოგრაფიულსა და ტოპონიმიკურ მონაცემებთან, დავრწმუ- ნდებით, რომ ნასოფლარის ეკონომიკაში მარცვლეულის მოყვანა-მოხმარებას დიდი ადგილი ეკავა.
ჯოხთანისხევის მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო მევენახეობა-მეღვინეობა. ამაზე მეტყველებს გათხრებისას გამოვლენილი ქვევრების სი- მრავლე (ტაბ. VI-1,2). აქვეა აღმოჩენილი ვაზის ლერწი (ინვ.#319), აგრეთვე ღვინისათვის განკუთვნილი მრავალრიცხოვანი დოქები და ჯამები. ვაზის მოვლასთანაა დაკავშირებული რკინის სასხლავები და მოხრილი დანები (ტაბ.VIII-7-10). გათხრებისას აღმოჩენილია თოხი (ტაბ.VIII-1), რომელიც შეიძლება გამოეყენებინათ როგორც ვაზის, ისე სხვა ნარგავებისათვის ნიადაგის გასაფხვიერებლად.
მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებით საყურადღებოა პალეობოტანიკური და პა- ლინოლოგიური მონაცემები. პალეობოტანიკურ სინჯებში მიკვლეულია ვაზის ორგვარი წიპწები, რომელთა იდენტიფიკაცია მხოლოდ გვარის ფარგლებშია შესაძლებელი. ისინი კულტურული ვაზის ორი ჯიშის წიპწებია. შესაძლოა, წიპწების ზოგიერთი ნიმუშის სახით საქმე გვქონდეს სუფრის ყურძენთანაც. ერთ-ერთ ქვევრში გამოვლინდა თაფლოვან მცენა- რეთა მტვრის დიდი რაოდენობა და ფუტკრის ნაშთები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვევრში თაფლის პროდუქტი იყო. ეს კი მხოლოდ ცვილი შეიძლება ყოფილიყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვევრის შიდაპირს გამდნარი ცვილით დღესაც ამუშავებენ. მთავარი კი ისაა, რომ ცვილი იცავს მიწიდან სინესტის შესვლას ქვევრის ფორებში. ჩანს, ქვევრის კედლების გაცვილვას საკმაოდ დიდი ისტორია ჰქონია. ცხადი ხდება, რომ ქვევრის დამუშავების აღნიშნულ მეთოდს საქართველოში იყენებდნენ 800 წლის განმავლობაში და, შესაძლოა, უფრო ადრეც.
ერთ-ერთ ქვევრში (ტაბ.VI-1) აღმოჩნდა ვაზის მტვერი, სახამებელი და ქინქლის ბუსუსები. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევრში ნამდვილად ღვინო ინახებოდა. ხემცენარეთა ჯგუფიდან ქვევრიდან აღებულ ნიმუშში მხოლოდ ცხრატყავას (ლონიცერა) მტვერია ნაპოვნი. სურნელის გარდა, აღნიშნული მცენარის კენკრას, ყვავილსა და ფოთლებს სამკურნალო თვისებებიც აქვს, ანტიმიკრობულია და გამოიყენება სოკოს წინააღმდეგ. მასში პექტინიც ბევრია. ისმება კითხვა – ხომ არ ამატებდა იმდროინდელი ადამიანი ცხრატყავას ღვინოში? ცნობილია, რომ სხვადასხვა გემოს მისაცემად მეღვინეები დღესაც ამატებენ ღვინოში მცენარეთა ნაყოფს ან ყვავილს. ამგვარი აზრი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შესწავლილი მასალიდან მხოლოდ ქვევრშია აღმოჩენილი ცხრატყავას მტვრის მარცვლები. თუ ასეთი ფაქტი შემდგომაც დადასტურდა, მაშინ საქმე გვექნება შუა საუკუნეებში ღვინის დაყენების უაღრესად საყურადღებო ტექნოლოგიასთან.
ბუნებრივია, მევენახეობის განვითარებისთვის ჯოხთანისხევის მოსახლეობას შესაფერისი ფართობის სავენახე მიწებიც უნდა ჰქონოდა. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, გლდანელებს დედაქალაქის ბაზარზე გაჰქონდათ როგორც ყურძენი, ისე ღვინო [გაზ. “დროება”. 1885: #180; ხარაძე კ. 1997: 20]. დაახლოებით ასეთივე სურათი უნდა ყოფილიყო განვითარებულ შუა საუკუნეებშიც. დედაქალაქი იყო ის ადგილი, სადაც მოსახლეობას ჭარბი სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია უნდა მოეხდინა. ეს ვითარება გარკვეუ- ლწილად აისახა კიდეც არქეოლოგიურ მასალაში, განსაკუთრებით, მონეტებში.
გათხრებმა საინტერესო მასალა გამოავლინა შუა საუკუნეების მებაღეობის ისტორიის შესასწავლად. აქ აღმოჩნდა ატმის კურკა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ჯოხთანისხევის მოსახლეობას მებაღეობის კულტურაც სათანადოდ ჰქონდა განვითარებული. ატმის სამშო- ბლოდ მკვლევართა ნაწილი ჩინეთს მიიჩნევს, ნაწილი – ირანს. როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ფაქტია, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში ჩვენში ატმის კულტურა უკვე არსებობდა. საფიქრებელია, რომ ეს კულტურა საქართველოში შუა საუკუნეებზე გაცილე- ბით ადრეა შემოსული.
#2 ნაგებობის თონეში ჩადებულ ქოთანში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის წიფლის ნაყოფი (საინვ.#291). ცნობილია, რომ წიფლისაგან ამზადებდნენ მაღალხარისხოვან ზეთს. რთული სათქმელია ხდიდნენ თუ არა ჯოხთანისხევში წიფლის ზეთს, მაგრამ ქოთანში ამ რაოდენობის წიფლის ნაყოფის აღმოჩენა თავისთავად საყურადღებო ფაქტია. სხვა მცენარეთა ნაშთებთან ერთად აღმოჩენილია დიდგულას თესლი. დიდგულას ნაყოფს აქვს სამკურნალო დანიშნულება, ამასთან, მისი ნაყოფის წვენი საღებავადაც გამოიყენებოდა.
ჯოხთანისხევის მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობაში გარკვეული ადგილი ეკავა მესაქონლე- ობას. საყურადღებოა გათხრებისას აღმოჩენილი ხარის ნალების სიმრავლე (ტაბ.VIII-13). ხარს როგორც გამწევ ძალას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა შუა საუკუნეეების სოფლის სამეურნეო ყოფაში. ხარის გარდა, მოსახლეობას ჰყოლია ცხენებიც, რაზედაც მიუ- თითებს სხვადასხვა ნაგებობაში აღმოჩენილი ცხენის ნალები (ტაბ.VIII-12) და ცხენის ძვლოვანი ნაშთები, რომლებიც შესწავლილი ოსტეოლოგიური მასალის 2,78%-ს შეადგენს (ვირის ძვლოვანი მასალა – 1,62%-ია). გათხრებისას აღმოჩენილი კილიანმარცვლიანი ქერი პირუტყვ- ის, ძირითადად კი, ხარებისა და ცხენების საკვებად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
მესაქონლეობაზე მსჯელობისას საყურადღებოა გათხრებისას მოპოვებული ოსტეოლო- გიური მასალა, რომელშიც შინაური ცხოველების რაოდენობა გაცილებით ჭარბობს გარეული ცხოველების რიცხვს. შინაურ ცხოველთაგან ყველაზე მეტია ძროხა – 59,13%. შემდეგ: ცხვარი/თხა, ღორი – 13,10% და ქათამი – 1,98%. ირკვევა, რომ მოსახლეობა, ძირითადად, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენებას მისდევდა. გარკვეული რაოდე- ნობით ჰყოლიათ ცხვარი, ღორი და ფრინველი.
თუ ეთნოგრაფიულ მონაცემებს მოვიშველიებთ, გლდანელები XIX ს-ში ცხვრის საზამთრო საძოვრებად ახლანდელი მუხიანის დასახლებისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს იყენებდნენ [ხარაძე კ. 1997: 23]. არაა გამორიცხული, რომ მუხიანის ტერიტორიები შუა საუკუნეებშიც ჯოხთანისხეველების საზამთრო საძოვრები იყო.
ოსტეოლოგიურ მასალაში ძალიან მცირეა გარეული ცხოველების ძვლები. შესწავლილ მასალაში შვლისა და კეთილშობილი ირმის რაოდენობა 0,40%-ია, კურდღლის – 4,37%. ჩანს, ნანადირევს მოსახლეობის კვების რაციონისათვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.
გათხრებისას გამოვლენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალისა და მონეტების მიხედვით, სოფელს ფუნქციონირება უნდა შეეწყვიტა XIII ს-ის მიწურულს ან XIV ს-ის დასაწყისში.
Bibliography
გამყრელიძე გ., მინდორაშვილი დ., ბრაგვაძე ზ., კვაჭაძე მ. 2013
ქართლის
ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. გვ. 146-149. თბილისი.
“დროება”. 1885: გაზეთი. #180.
ზარდალიშვილი გ. 1978
თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია.
თბილისი.
მინდორაშვილი დ. 2015
საქართველოს არქეოლოგია II-III განვითარებული
და გვიანდელი შუა საუკუნეები. ბათუმი.
მიწიშვილი მ. 1969:
მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში IX-XIII სს. თბილისი.
სიხარულიძე ა. 1999
“ისტორიული დიდი მცხეთის ტერიტორიაზე გამავალი
ნავთსადენის ტრასაზე ჩატარებული არქეოლოგიური მეთვალყურეობის ანგარიში.”მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის III სამეცნიერო სესია.
1998 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. გვ.5-8. თბილისი.
ხარაძე კ. 1997:
გლდანი (ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი). თბილისი.
Illustrations
Tab.I Pic. 1. Jokhtaniskhevi village remains. General view of the excavations. Jokhtaniskhevi village remains. General view of the excavations.
Tab.I Pic. 2. Jokhtaniskhevi village remains. Topographic plan of the excavated part.
Tab.II The scheme of the excavated part of the village remains
Tab.III The plan of the excavated part of the village remains
Tab.IV Pic. 1-2. The building no.2, the plan and the cross section, the detail of the plan. Pic. 3. The cross section of the storage building. Pic. 4. The façade of the wall with an orthostat.
Tab.V.1 Pic. 1-2. The building no.2 after the excavations
Tab.V Pic. 1-2. The building no.2 after the excavations
Tab.V Plain ceramic ware discovered during the excavations
Tab.VII Glazed ceramics and glassware
Tab.VIII Items made of iron, stone, bone and coins