PDF ვერსია

საქართელოს ეროვნული მუზეუმის მოამბე წარმოადგენს ქართულენოვან სამეცნიერო ჟურნალს, სადაც ქვეყნდება სტატიები როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. სტატიის გამოქვეყნება შეუძლია ყველას, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ასევე სხვა ინსტიტუციებთან ასოცირებულ მკვლევარებს. ჟურნალში წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე კატეგორიას:

კვლევა რეკომენდირებული სიტყვათა რაოდენობა – 5000
სტატია უნდა წარმოადგენდეს უახლეს კვლევას, რომელიც პირველად ქვეყნდება საქართველოში. სტატია თემატურად უნდა შეეხებოდეს ყველა იმ სოციალური მეცნიერების, ბუნების შემსწავლელი და სხვა დარგის სამეცნიერო ნაშრომებს, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი მიმართულებები მოიცავს. მაგალითად: ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, ხელოვნების ისტორია, პალეოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, გლიპტიკა, პალინოლოგია, პალეონტოლოგია, ანთროპოლოგია, რესტავრაცია-კონსერვაცია და აგრეთვე სხვა ყველა მომიჯნავე მიმართულება.

დისკუსია პრობლემურ საკითხებზე რეკომენდირებული სიტყვათა რაოდენობა -3000
სტატიის მიზანი უნდა იყოს სამეცნიერო დისკუსიების სტიმულირება. იგი უნდა იყოს იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო თემის ირგვლივ, რომელიც სამეცნიერო წრეებში დისკუსიის საგანს წარმოადგენს.

საველე ანგარიში რეკომენდირებული სიტყვათა რაოდენობა -1500
სტატია უნდა წარმოადგენდეს საველე სამუშაოების შედეგებს, რომელიც გასულ ან მიმდინარე წელს არის ჩატარებული.

რეცენზია რეკომენდირებული სიტყვათა რაოდენობა -1200
რეცენზია უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენების და სამეცნიერო წიგნების მიმოხილვას

სტატიის ყველა კატეგორიას უნდა ახლდეს 100-150 სიტყვიანი აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე

რეფერირების პროცესი

ჟურნალ „მოამბე“-ში ხდება მხოლოდ ორი კატეგორიის სტატის რეფერირება. ესენია – „კვლევა“ და „დისკუსია პრობლემურ საკითხებზე.“ აღნიშნული კატეგორიის სტატიები გადის შერჩევის ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე სტატიას აფასებს სარედაქციო კოლეგია თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი ჟურნალის სტანდარტებს. მეორე ეტაპზე სტატია ეგზავნება ანონიმურ რეფერის, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების თაობაზე. სტატიის შემოწმებისას ანონიმური რეფერი ხელმძღვნელობს ჟურნალის რედაქციის მიერ შედგენილი სპეციალური კითხვარით.
„საველე ანგარიში“ და „რეცენზია“ არ ექვემდებარება რეფერირებას. იგი მხოლოდ სარედაქციო კოლეგიის თანხმობის შედეგად მიიღება.

სტატიის გაგზვნის წესები

  • ავტორებს სტატია შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – Moambe@museum.ge
  • სტატია მოწოდებულ უნდა იქნას DOC ფრომატში შემდეგი სახით:
    • ცალკე ფაილი, სადაც მოცემული იქნება სტატიის სათაური, ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები.
    • ფაილი სადაც ერთად იქნა წამოდგენილი:
      • აბსტრაქტი
      • ძირითადი ტექსი
      • ლიტერატურა
      • ილუსტრაციების აღწერილობა
      • არ მოათავსოთ ილუსტრაციები DOC ფაილში
  • ილუსტრაციები გამოგზავნილ უნდა იქნას ცალკე JPG ან TIF ფორმაში. მათი რეზოლუცია უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 600 dpi. ილუსტრაციების ზომა შეიძლება იყოს როგორც ნახევარი – (სიგანე 65 მმ) , ასევე მთლიანი ფურცელის ზომა ( სიგანე 135 მმ.). სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 185 მმ.
  • ტექსტში ილუსტრაციის ნომერი მიუთითეთ ფრჩხილებში გამუქებული შრიფტით. მაგალითად, (სურ.1)
  • ტექსტში გამოყენებულ უნდა იქნას ქართული შრიფტი – SYLFAEN, ზომა 12. ინგლისური ტექსტისთვის Times New Roman, ზომა 12.
  • ტექსტი უნდა დაფორმატდეს შემდეგ ნაირად:
    • სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5;
    • აბზაცის პირველი სტრიქონის დაშორება – 1სმ;
    • დაშორება ფურცლის ყველა კიდიდან – 2სმ;
    • თავსართი – 1სმ;
    • ბოლოსართი– 1,3სმ;

ციტირება
ციტირებისთვის ჟურნალი იყენებს APA სტილს რომელიც გულისხმობს ტექსტში ციტირების ადილზე ფრჩხილებში ავტორის გვარის, ნაშრომის გამოშვების წელის და გვერდის ნომრის მითითებას. ციტირებისთვის არ გამოიყებება სქოლიო. ლიტერატურის სიაში ნაშრომები დალაგდება ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები

ციტირების ნიმუში:

სტატია
ჯაფარიძე, ო. 1991
„კოლხური ცული“, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. 16B:5-10
(სტატიის სათაური ჩაისმის ბრჭყალებში, ხოლო ჟურნალის სათაური კურსივირებულია. 16B არის ჟურნალის ნომერი, ხოლო 5-10 სტატიის გვერდების ნომრები )

სტატია კრებულში
ნიკოლაიშვილი, ვ. 2021
„დედაქალაქობისდროინდელი დიდი მცხეთა.“ (რედ. გ. ნარიმანიშვილი) კავკასიის არქეოლოგიის პრობლემები. თბილისი: „თრიალეთი.“ გვ.228-235.
(სტატიის სათაური ჩაისმის ბრჭყალებში, ხოლო კრებულის სათაური კურსივირებულია)

მონოგრაფია
ჯაფარიძე, ო. 2003
საქართველოს ისტორიის სათავეებთან. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა
(წიგნის სათაური კურსივირებულია)

თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი სტატია, ავტორის ნაშრომის გამოცემის წელის შემდეგ მიეთითება შესაბამისად A, B და ა.შ.

ლიტერატურის მიტითებისას არ გამოიყენოთ აბრევიატურა. მიუთითეთ ჟურნალის სრული დასახელება. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე და არა სსმმ.

რიცხვები და თარიღები

  • საუკუნეები აღნიშნეთ რომაული რიცხვებით. მაგალითად, V საუკუნე და არა მე-5 საუკუნე.
  • რიცხვები არ დაწეროთ სიტყვებით. აღნიშნეთ მხოლოდ ციფრებით. მაგალითად 10 და არა ათი.
  • ოთხციფრა რიცხვებში არ გამოიყენოთ მძიმე ან ინტერვალი. მგალითდ 1000. მძიმე იხმარეთ ხუთ ან მეტ ციფრა რიცხვებში. მაგალითად 10,000 ან 500,000.
აბრევიატურა
  • წელთაღრიცხვის აღსანიშნავად იხმარეთ ძვ.წ. და ახ.წ.
  • აბრევიატურა როგორიცაა ა.შ. ან სხვ. არ არის რეკომენდირებული გამოყენებულ იქნას სტატიის ტექსტში. მსგავსი აბრევიატურა გამოიყენეთ ტაბულების აღწერილობაში
რადიოკარბონული თარიღი
არაკალიბრირებული თარიღის შემთხვევაში გამოიყენეთ ლათინური ასოები BP ან მიუთითეთ არაკალიბრირებული.