To the study of ancient evidence of textile manufacture

Tea Kintsurashvili, Mikheil Tsereteli, Teimuraz Parjanadze, Izolda Melikishvili, Nana Rusishvili,

Moambe, Georgian National Museum. Issue 54-B, pp.24-38

Published: 2020


Keywords: Textile, Flax


Abstract

This article reviews ancient textile related archaeological finds from prehistoric period documented on the territory of Georgia. These are finds from various research projects carried out in throughout the past several decades. The artifacts are preserved at the Georgian National Museum and include textile fragments as well as tools related to textile manufacture. The oldest evidence of flax (Linum usitatissimum) fibers are documented in all layers of the Upper Paleolithic Site Dzuduzuana (west Georgia). They have traces of color and one of the threads was twisted. [Kvavadze E., Ofer B., Belfer- Cohen An., Boaretto El., Jakeli N., Matskevich Z., Meshveliani T. 2009]. At the archaeological sites of Neolithic-Chalcolithic periods belonging to Shulaveri-Shomutepe Culture are documented fibers, fragments of textiles, and big number stone and bone tools for textile production. These are finds from the settlements. Through this material it is obvious that textile production is to be considered as one of the dominant activities of these societies. Textile fragment are documented at the Kurgan sites of Early Bronze Age. These are part of the richly decorated burials. The fragments provide information about the craftsmanship, waving technique, rituals, and tradition. These materials are the main subject of the study. Research methodology includes microscopic study of the materials, preparation of detail graphic and photo documentation, identification of the textile type, techniques of knitting and dyeing, which kind of colorants were used. Prehistoric textile fragments and tools for production are important testimony for reconstruction of everyday life, economical activities, and traditions of ancient cultures.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში მოიპოვა დაფინანსება პროექტისათვის „პრეისტორიული ქსოვილი საქართველოდან“ (#FR-19-21843). პროექტის მიზანია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური მასალის მიხედვით ქსოვილის წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის შესწავლა, რომლის ძირითადი ობიექტებია არქეოლოგიურ ძეგლებზე გამოვლენილი ქსოვილის ფრაგმენტები და ქსოვილის წარმოებისთვის საჭირო სამუშაო იარაღები.
სამეცნიერო კვლევის მთავარი მიზანია, განსაზღვროს:

– ქსოვილის ძაფი მცენარეული თუ ცხოველური წარმომავლობისაა;
– ქსოვის ტექნიკა და ხარისხი;
– როგორი წარმადობა ჰქონდა ქსოვილის წარმოებას; იწარმოებოდა თუ არა ის სავაჭრო მიზნებისათვისაც.

უძველესი საზოგადოების ყოფაში ხელოსნობის სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ფეიქრობასაც ეკავა. ამის დასტურია სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე აღმო- ჩენილი ქვისა და ძვლის კვირისტავები, ძვლის საბეჭავები, თიხის ჭურჭელზე შემორჩენილი ქსოვილის ანაბეჭდები, ქსოვილის ფრაგმენტები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ძაფის ნაშთები და სხვ., თუმცა მალფუჭებადობის გამო ისინი შედარებით მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი.
როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე ქსოვილის უძველესი კვალი ზედა პალეოლოთის ეპოქაში დასტურდება. ეს არტეფაქტი ჭიათურის რაიონში არსებულ ძეგლზე – ძუძუანას მღვიმეში მიკვლეული სელის ბოჭკოა [Kvavadze E., Ofer B., Belfer-Cohen An., Boaretto El., Jakeli N., Matskevich Z., Meshveliani T. 2009: Science. vol.325. 1359], რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ეპოქაში ადამიანმა იცის სელისაგან ძაფის მიღების ტექნოლოგია და ამ ძაფის მიზნობრივად გამოყენება. ძვ.წ. VI-V ათასწლეულებში ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფ. იმირში, სამოსახლო ბორცვის – გადაჭრილი გორის თითქმის ყველა ფენაში აღმოჩენილია სელის ტექსტილის ბოჭკოები, მათ შორის, ფერადი და გრეხილი. ქვედა ფენაში, 380 სმ სიღრმეზე, ნაპოვნია დაზგაზე მოქსოვილი ქსოვილის ფრაგმენტი. ბოჭკოების სტრუქტურის მიკროსკოპულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის სელისაა. საინტერესოა, რომ ქვედა ფენაშივე აღმოჩენილია პემზის ქვის ხელსაფქვავიც, რომლის ფორებში სელის ბოჭკოები დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი. ეს დასტურია იმისა, რომ ხელსაფქვავს სელის დასაჩეჩქვად იყენებდნენ. აქვე აწარმოებდნენ ქსოვილსაც. ამრიგად, ნეოლითურ ხანაში გადაჭრილ გორაზე სელის კულტურის მოყვანაც უნდა ყოფილიყო განვითარებული. მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნეოლითურ და ენეოლითურ ხანათა ძეგლებზე ძაფის სართავი კვირისტავების აღმოჩენაც [ჯალაბაძე მ., ესაკია ქ., რუსიშვილი ნ., ყვავაძე ნ., ქორიძე ე., შაყულაშვილი ნ., წერეთელი მ. 2010 : 17-45].
ამ მასალის ფონზე მრავლისმომცემი და მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბედენური კულტურის ყორღანებში აღმოჩენილი ქსოვილის ფრაგმენტები [გობეჯიშვილი გ. 1967: 13-22; გობეჯიშვილი გ. 1980:32, 75, 105, 106 133; კალანდაძე ნ., სახვაძე ე. 2016: 123-137; ხოშტარია ვ., ბოკერია ი., თორდია თ., კალანდაძე ნ., კინწურაშვილი თ., მინდორაშვილი ლ. 2016:292-302]. ანანაურის N3 ყორღანში აღმოჩენილი ქსოვილის ფრაგმენტები კონსერვაციის შემდგომ გამოიფინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას მუზეუმის არქეოლო-გიურ გამოფენაზე „საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე» (2016-2018 წწ.), ხოლო 2018-2019 წლებში – ქ. ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენაზე- „ოქრო და ღვინო. საქართველოს უძველესი საგანძური“. საყურადღებოა თისელის სერიის მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარსა და სამაროვანზე შალისა და სელის ბოჭკოების აღმოჩენა. აღნიშნული მასალებისგან დამზადებული ფერადი ძაფების არსებობა, უდავოდ, საფეიქრო ოსტატობაზე მიუთითებს. აღნიშნულის დასტურია თიხის ჭურჭლის რეწვის ტექნოლოგიაში ქსოვილის გამოყენების ფაქტიც [გოგოჭური გ., ორჯონიკიძე ა. 2010:116].
არტეფაქტები, რომლებიც ანანაურის N 3 ყორღანსა და ბედენური კულტურის ყორღანებში ქსოვილის ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი, გვიჩვენებს საქართველოში უძველესი დროიდან შინამრეწველობის ისეთი დარგის არსებობას, როგორიცაა ფეიქრობა. ქსოვილის საკმაოდ საინტერესო ნიმუშები იმის დასტურიცაა, რომ რეწვის იმდროინდელი ოსტატები კარგად იცნობდნენ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის ქსოვილის საწარმოოდ საჭირო ნედლეულსა და მათი დამზადების ტექნოლოგიას (სურ.1,2,3).
სავარაუდოდ, შინა, საოჯახო, ფეიქრობის განვითარება მჭიდრო კავშირში იყო მეცხო- ველეობასთან (ნახევრად ნაზმატყლიანი ცხვრის მოშენებასთან), მცენარეული ნედლეულის შეგროვებასა და მიწათმოქმედებასთან (სელი, კანაფი, ჭინჭარი, ენდრო და სხვ.), [ლორთქიფანიძე ოთ. 2002:75]. ნეოლითურ ნამოსახლარზე (არუხლო) ნაპოვნი კარბო- ნიზებული სელის თესლი მორფოლოგიური ნიშნებით მიეკუთვნება Linum bienne Mill-სა და კულტურული სელის (Linum usitatissimum L.) ახლოს მდგომ სახეობას [Русишвили Н. 1990]. ჟუკოვსკის მოსაზრებით, შესაძლოა, Linum bienne ძველი კოლხური სელის წინაპარია [Жуковский П. 1971:414-421].
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ფეიქრობასთან დაკავშირებული მრავალი პრეისტორიული იარაღი (ტაბ.I). აქ ესოდენ დიდი რაოდენობის ქსოვილის საწარმოებელი იარაღების აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ქსოვილის წარმოება საკმაოდ მრავალფეროვანი და მაღალი წარმადობისა იყო. ამ მხრივ საინტერესოა არუხლოს ნამოსახლარზე აღმოჩენილი ენეოლითის პერიოდის ძვლის მახათები და ნემსები (სურ.4), სამელე კლდის მღვიმეში და ბერიკლდეებზე მოპოვებული თიხის უამრავი კვირისტავი, სადგისი, ნემსი, ნემსმახათი [ჯავახიშვილი გ. 1971: 61,65,73,75] (ტაბ.II,III).

ძვლის მახათი
ძვ.წ. 6000-5400 წწ. არუხლოს ხრამის დიდი გორა, ქვემო ქართლი

ძვლის მახათი ფართოდ იყო გავრცელებული ნეოლითის ეპოქაში. მის წინამორბედს არ ჰქონდა ყუნწი. ყუნწიან ნიმუშებს საკერავ მახათებს უწოდებენ. მათ ხშირად გაპრიალების კვალი ეტყობა, რაც მათს ინტენსიურ გამოყენებაზე უნდა მიუთითებდეს. ყუნწი გაკეთებულია ძვლის ორივე მხრიდან გახვრეტით, ამოჭრით ან ორივე მეთოდის კომბინაციით. ძვლის მახათს არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ სამკაულადაც ან თმის სარჭადაც კი იყენებდნენ (სურ.5).

მახათი (უყუნწო)
ძვ.წ. 6000-5400 წწ. არუხლო ხრამის დიდი გორა, შულავერის გორა, ქვემო ქართლი

ძვლის მახათი, ისევე როგორც სადგისი, მარტივი იარაღია, რომელიც სხვადასხვა მასალის გასახვრეტად ან არსებული ხვრელის გასაფართოებლად იხმარებოდა. ისინი უძველესი იარაღია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ბეწვის ტანსაცმლის დამზადებისას გამოიყენებოდა. მახათებს, ძირითადად, ცხვრის ან თხის გრძელი ძვლებისგან ამზადებდნენ, უფრო იშვიათად კი – ხბოს მილისებრი ძვლისგან. ისინი თმის სამკაულადაც ან ტანსაცმლის შესაკრავადაც გამოიყენებოდა (სურ.6).

სადგისი
ძვ.წ. 6000-5400 წწ. არუხლო ხრამის დიდი გორა, შულავერის გორა, ქვემო ქართლი

სადგისებს ნეოლითის ხანაში მასობრივად ამზადებდნენ თხის ან ცხვრის ტერფის ძვლისგან. ძვალს ჯერ ობსიდიანის იარაღით ანაწევრებდნენ, შემდეგ ჭრიდნენ, ხეხავდნენ, აპრიალებდნენ, ლესავდნენ, და სათანადო ფორმას აძლევდნენ. სადგისის ბასრი წვეტით შეიძლებოდა სხვადასხვა მასალის გახვრეტა და ხვრელების გაფართოება. მათ, უმთავრესად, ტყავისთვის იყენებდნენ, თუმცა ბეწვის დასამუშავებლადაც მოიხმარდნენ. გარდა ამისა, სადგისით ხვრეტდნენ კენკრასა და სოკოს, რომლებიც გასაშრობად უნდა აცმულიყო (სურ.7).
ამგვარად, ქსოვილის საწარმოებელი ხელსაწყოების მრავალფეროვნება და მრავა- ლრიცხოვნება აშკარა დასტურია, რომ უძველესი ქსოვილის წარმოება სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანთა ჩართულობასა და შრომის სწორად განაწილებას მოითხოვდა. ნამატი პროდუქციის დაგროვება ეკონომიკური მდგრადობის, ცხოვრების ახალი წესისა და სხვა საზოგადოებებთან ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორი იყო.
სტატია მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პრეისტორიული ქსოვილი საქართველოდან“ ფარგლებში. #FR-19-21843


Bibliograpy

გობეჯიშვილი გ. 1967
“ბედენის აკლდამა”. ძეგლის მეგობარი . N12. გვ. 13-23. თბილისი. (სერიის რედ. ო. თაქთაქიშვილი, რედ. ნ. კეცხოველი).


გობეჯიშვილი გ. 1980
ბედენის გორსამარხების კულტურა. თბილისი.


გოგოჭური გ., ორჯონიკიძე ა. 2010
“თისელის სერის მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი და სამაროვანი”. კრ.: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში. თბილისი.


კალანდაძე ნ., სახვაძე ე. 2016
“ანანაურის N3 ყორღანში აღმოჩენილი ქსოვილები”. ანანაურის N3 დიდი ყორღანი. თბილისი.


ლორთქიფანიძე ოთ. 2002
ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი.


ხოშტარია ვ., ბოკერია ი., თორდია თ., კალანდაძე ნ., კინწურაშვილი თ., მინდორაშვილი ლ. 2016
“ანანაურის N3 ყორღანში აღმოჩენილი ორგანული მასალის კონსერვაცია”. ანანაურის N3 დიდი ყორღანი. თბილისი.


ჯავახიშვილი გ. 1971
დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ისტორიისათვის. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.


ჯალაბაძე მ., ესაკია ქ., რუსიშვილი ნ., ყვავაძე ნ., ქორიძე ე., შაყულაშვილი ნ., წერეთელი მ. 2010
“გადაჭრილ გორაზე 2006-2007 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში”. ჟურ. ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში. N19. გვ. 17-32. თბილისი. (რედ. გ. კვირკველია).


Жуковский П.М.1971
Культурные растения и их сородичи. Ленинград.


Русишвили Н. 1990
Культурные растения на ранних поселениях Грузии по полео-этноботанических исследованиях. Автореферат. Кишинёв.


Kvavadze E. Bar-Yosef O., Belfer-Cohen. , A, Boaretto E. , Jakeli N. , Matskevich Z., Meshveliani T. 2009
“30,000-year-old wild flax fibers”. Science. vol.325. 1359.


Illustrations

Tools for textile production found on various archaeological sites

Tab.I Tools for textile production found on various archaeological sites

ancient evidence of textile manufacture

Tab.II Tools for textile production from the site Berikldeebi belonging to Kura- Araxes culture

. ancient evidence of textile manufacture

Tab.III Tools for textile production from the site Berikldeebi belonging to Kura- Araxes culture

ancient evidence of textile manufacture

Pic.1 Textile fragments from Ananauri Big Kurgan N3

ancient evidence of textile manufacture

Pic.2 Textile fragments from Ananauri Big Kurgan N3

ancient evidence of textile manufacture

Pic.3 Textile fragments from Ananauri Big Kurgan N3

ancient evidence of textile manufacture

Pic.4 Tools for textile production from Aruchlo. Aruchlo, Shulaveris Gora

ancient evidence of textile manufacture

Pic.5 Bone needle from Aruchlo. Aruchlo, Shulaveris Gora

ancient evidence of textile manufacture

Pic.6 Needle (without an eye)

ancient evidence of textile manufacture

Pic.7 Awl. Aruchlo, Kharmis Didi Gora, Shulaveris Gora